ფს. 57:1—11

გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა დავითი საულს გამოქვაბულში გაექცა+ 57  წყალობა მიყავი, ღმერთო, წყალობა მიყავი,+რადგან შენ შეგაფარა თავი ჩემმა სულმა;+შენი ფრთების ჩრდილქვეშ ვაფარებ თავს, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.+   მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც ჩემ გამო ბოლოს მოუღებს მას.+   შველას გამომიგზავნის ზეციდან და გადამარჩენს.+დააბნევს მას, ვინც პირს მტაცებს.+ სელა.ღმერთი გამომიგზავნის თავის სიკეთესა* და ჭეშმარიტებას.+   ჩემი სული ლომებს შორისაა მოქცეული.+ვწევარ შთამნთქმელთა შორის, ადამიანთა ძეებს შორის,რომლებსაც კბილები შუბებივით და ისრებივით აქვთ,+ენა კი — ბასრი მახვილივით.+   ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!+   ბადე გაამზადეს ჩემი ტერფებისთვის,+მოიდრიკა ჩემი სული.+ორმო გამითხარეს დასაჭერადდა თვითონ ჩაცვივდნენ შიგ.+ სელა.   მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+მტკიცეა ჩემი გული.გიმღერებ და ხოტბას შეგასხამ.+   გამოიღვიძე, ჩემო დიდებავ!+გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო და შენც, ქნარო!+გამოვაღვიძებ განთიადს.   ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+ქებას გიმღერებ ერებში!+ 10  შენი სიკეთე ზეცას სწვდება+და შენი ჭეშმარიტება — ღრუბლებს.+ 11  ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.