ფს. 58:1—11

გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი 58  როცა სდუმხართ, როგორ ილაპარაკებთ სიმართლეს?+შეგიძლიათ სიმართლით გაასამართლოთ, ადამიანთა ძეებო?+   მით უმეტეს, როცა გულით სჩადიხართ უმართლობას დედამიწაზე+და თქვენივე ხელებს ძალადობისთვის უმზადებთ გზას.+   ბოროტები საშვილოსნოდანვე უკუღმართები+და მუცლიდანვე გზასაცდენილები არიან,სიცრუეს ლაპარაკობენ.+   მათი შხამი გველის შხამივითაა,+ყრუები არიან კობრასავით, რომელიც სმენას იხშობს,+   რათა არ მოისმინოს მომნუსხველთა ხმა,+თუნდაც დახელოვნებული მომნუსხველისა.+   ღმერთო, კბილები ჩაუმტვრიე მათ პირში.+იეჰოვა, ყბები ჩაულეწე ფაფრიან ლომებს.   ისე დაიშალონ, თითქოს გამდინარე წყალმა დაშალაო.+მშვილდი მოზიდოს ღმერთმა ისრების სასროლად მათი დაცემის დროს.+   ისინი დახოხავენ ლოკოკინასავით, რომელიც დნება.ქალის მუცელს მოწყვეტილივით ვერ იხილავენ მზეს.+   სანამ თქვენი ქოთნები ცეცხლმოკიდებული მაყვლის ბუჩქის+ სიმხურვალეს შეიგრძნობს,ის ქარიშხალივით წახვეტს მათ, ნედლსაც და ცეცხლმოკიდებულსაც.+ 10  გაიხარებს მართალი, რადგან იხილა შურისძიება.+ბოროტის სისხლში დაიბანს ფეხებს.+ 11  იტყვის ხალხი:+ „მოიწია მართლის ნაყოფი.+ნამდვილად არსებობს ღმერთი, დედამიწის გამსამართლებელი“.+

სქოლიოები