ფს. 59:1—17

გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა საულმა კაცები გაგზავნა დავითის სახლის სათვალთვალოდ, მის მოსაკლავად+ 59  მიხსენი ჩემი მტრებისგან, ჩემო ღმერთო!+დამიცავი მათგან, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა.+   მიხსენი სიავის მქნელთაგან+და გადამარჩინე სისხლისმღვრელთაგან.   აი, ჩაუსაფრდნენ ჩემს სულს;+ძლიერები თავს მესხმიან,+თუმცა არც ურჩი ვყოფილვარ, იეჰოვა, და არც ცოდვა ჩამიდენია.+   თუმცა არაფერი დამიშავებია, მორბიან და ემზადებიან.+აღსდექ, როცა მოგიხმობ, და დაინახე!+   ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ისრაელის ღმერთი ხარ შენ!+გამოიღვიძე, რომ განიკითხო ხალხები.+წყალობას ნუ უყოფ სიავის მქნელებს, მოღალატეებს.+ სელა.   საღამო ხანს ბრუნდებიან,+ძაღლივით ყეფენ+ და ქალაქში დაძრწიან.+   აი, პირით ბოროტ სიტყვებს ანთხევენ,+მახვილები აქვთ ბაგეებზე,+მაგრამ ვინ ისმენს?+   შენ კი, იეჰოვა, დასცინებ მათ;+მასხრად აიგდებ ხალხებს.+   ჩემო ძალავ, შენ შემოგყურებ;+ღმერთია ჩემი თავშესაფარი მაღლობზე.+ 10  შემომეგებება ღმერთი, რომელიც სიკეთეს* ავლენს ჩემდამი;+ღვთის წყალობით ჩემს მტრებს ზემოდან დავუწყებ ყურებას.+ 11  ნუ დახოცავ მათ, რათა ჩემმა ხალხმა არ დაივიწყოს.+ახეტიალე შენი ძალით+და დაამხვე ისინი, ჩვენო ფარო, იეჰოვა,+ 12  მათი პირით ჩადენილი ცოდვის, მათი ბაგეებით ნათქვამი სიტყვის გამო.+თავიანთ სიამაყეში იქნენ გამოჭერილნი+იმ წყევლისა და მზაკვრობის გამო, რომელსაც იმეორებენ. 13  რისხვით მოუღე მათ ბოლო;+ბოლო მოუღე, რომ მოისპონ.გაიგონ დედამიწის კიდით კიდემდე, რომ ღმერთი მმართველობს იაკობში.+ სელა. 14  დაბრუნდნენ საღამო ხანს,ძაღლივით ყეფდნენ და ქალაქში დაძრწოდნენ.+ 15  იხეტიალონ საჭმლის საძებნელად,+ვერ გაძღნენ და არ ჰქონდეთ ღამის გასათევი.+ 16  მე კი შენს ძალას ვუმღერებ,+დილით სიხარულით ვილაპარაკებ შენს სიკეთეზე,+რადგან შენ ჩემი თავშესაფარი ხარ მაღლობზე,+სადაც გამოვრბივარ გასაჭირში.+ 17  ჩემო ძალავ, შენ გიმღერებ ქებას,+რადგან ღმერთია ჩემი თავშესაფარი მაღლობზე, ღმერთი, რომელიც სიკეთეს ავლენს ჩემდამი.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.