ფს. 6:1—10

ხელმძღვანელს: დაბალხმიანი სიმებიანი საკრავების თანხლებით.+ დავითის სიმღერა 6  იეჰოვა, შენი რისხვით ნუ შემაგონებ+და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.+   წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან დავილიე.+განმკურნე,+ იეჰოვა, ვინაიდან შემეძრა ძვლები.   დიდად შემეძრა სული.+შენ კი, იეჰოვა — როდემდე?+   დაბრუნდი,+ იეჰოვა, იხსენი ჩემი სული;+მიხსენი შენი სიკეთის* გამო;+   რადგან არ არის სიკვდილში შენი ხსენება;+ვინ შეგასხამს ხოტბას სამარეში*?+   დამქანცა ოხვრამ;+მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს,+ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან.+   მწუხარებისგან თვალი დამისუსტდა,+დამიბერდა ჩემი მტრების გამო.+   მომშორდით სიავის მქნელნო,+რადგან მოისმენს იეჰოვა ჩემს მოთქმას.+   მომისმენს იეჰოვა, როცა წყალობას ვთხოვ;+მიიღებს იეჰოვა ჩემს ლოცვას.+ 10  ძლიერ შერცხვება+ და შეშფოთდება ყველა ჩემი მტერი,უკან დაიხევენ და მყისვე შერცხვებიან.+

სქოლიოები

იხილეთ 5:7-ის სქოლიო.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.