ფს. 60:1—12

გუნდის ხელმძღვანელს: „შეხსენების შროშანი“. მიქთამი. დავითის ფსალმუნი. სასწავლებლად.+ როცა ის ებრძოდა არამ-ნაჰარაიმსა და არამ-ცობას; როცა დაბრუნდა იოაბი და მარილოვან ველზე დაამარცხა ედომი, თორმეტი ათასი კაცი+ 60  ღმერთო, შენ მიგვაგდე, გაარღვიე ჩვენი რიგები.+შენ განგვირისხდი. ახლა კვლავ აღგვადგინე!+   შენ შეარყიე დედამიწა და დახეთქე.+ამოავსე მისი ბზარები, რადგან ირყევა.+   შენს ხალხს სიძნელეები აჩვენე.+ღვინო დაგვალევინე და თავბრუ დაგვახვიე.+   შენ მიეცი შენს მოშიშებს ნიშანი,+რომ ხან აქეთ და ხან იქით გაექცნენ მშვილდს. სელა.   შენი საყვარელი ხალხის გადასარჩენად,+გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.+   ღმერთმა ილაპარაკა თავისი სიწმინდით:+„გავიხარებ, შექემს გავცემ სამემკვიდრო წილად+და სუქოთის ველს გადავზომავ.+   ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე,+ეფრემი ჩემი თავკაცის სიმაგრეა,იუდა ჩემი მთავრის კვერთხია.+   მოაბი ჩემი დასაბანი ჭურჭელია.+ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+   ვინ მიმიყვანს ალყაშემორტყმულ ქალაქამდე?+ვინ წამიძღვება ედომამდე?+ 10  განა შენ არ მიგვაგდე, ღმერთო,+და აღარ მიუძღვები ჩვენს ჯარს, როგორც ღმერთი?!+ 11  დაგვეხმარე გასაჭირში,+რადგან ფუჭია ხსნა ადამიანისგან.+ 12  ღვთისგან მივიღებთ მაცოცხლებელ ძალას+და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს.+

სქოლიოები