ფს. 61:1—8

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის ფსალმუნი 61  უსმინე, ღმერთო, ჩემს მუდარას+და ყურად იღე ჩემი ლოცვა.+   შენ შემოგღაღადებ დედამიწის კიდიდან გულგათანგული.+წამიძეხი მაღალი კლდისკენ.+   შენა ხარ ჩემი თავშესაფარი,+ძლიერი კოშკი მტრის წინაშე.+   სტუმრად ვიქნები შენს კარავში მარადიულად;+შენს ფრთებქვეშ შევაფარებ თავს.+ სელა.   შენ მოისმინე ჩემი აღთქმები, ღმერთო,+შენი სახელის მოშიშნი მომეცი მემკვიდრეობად.+   მეფეს სიცოცხლის დღეებს შემატებ,+მისი წლები თაობებივით შეენაცვლება ერთმანეთს.+   მარადიულად იცხოვრებს იგი ღვთის წინაშე;+უბოძე მას სიკეთე* და ჭეშმარიტება, რათა დაცული იყოს.+   მარადიულად ვუმღერებ ქებას შენს სახელს,+რათა ყოველდღიურად შევასრულო ჩემი აღთქმები.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.