ფს. 62:1—12
გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი. დავითის სიმღერა
62 მდუმარედ ელოდება ღმერთს ჩემი სული.+მისგან არის ჩემი ხსნა.+
2 ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+დიდად არ წავბორძიკდები.+
3 როდემდე უნდა ებრძოდეთ გაშმაგებით კაცს, რომლის მოკვლაც გინდათ?+ყველანი გადახრილი კედელივით ხართ, მორყეული ქვის კედელივით.+
4 რჩევას იძლევიან, რათა კაცს დიდება ჩამოაშორონ.+სიცრუე სიამოვნებთ.+პირით აკურთხებენ, გულში კი წყევლიან.+ სელა.
5 ღმერთს დაელოდე მდუმარედ, ჩემო სულო,+რადგან ის არის ჩემი იმედი.+
6 ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+არ წავბორძიკდები.+
7 ღვთისგან მოდის ჩემი ხსნა და დიდება,+ღმერთია ჩემი ძლიერი კლდე და თავშესაფარი.+
8 მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო,+გული გადმოუღვარეთ მას.+ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ სელა.
9 ადამიანის ძეები ერთი ამოსუნთქვასავით არიან.+ცრუები არიან კაცის ძეები.+სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.+
10 ნუ დაამყარებთ იმედს გამოძალვაზე,+ფუჭად ნუ იქნებით დაიმედებულნი ძარცვაზე.+თუ დიდი ქონება გექნებათ, ნუ დაენდობით მას.+
11 ერთხელ თქვა ღმერთმა, მე ორჯერ მოვისმინე,+რომ ღვთისაა ძლიერება.+
12 სიკეთეც* შენია, იეჰოვა,+რადგან ყველას თავ-თავისი საქმეებისამებრ მიუზღავ.+
სქოლიოები
^ იხილეთ 59:10-ის სქოლიო.