ფს. 63:1—11

დავითის სიმღერა. როცა იუდას უდაბნოში იყო+ 63  ღმერთო, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გეძებ.+ჩემს სულს სწყურიხარ.+შენ მოლოდინში ხორცი დამელიაგამომშრალ, გამხმარ და უწყლო მიწაზე.+   წმინდა ადგილას გიხილე,+შენი ძალა და დიდება ვნახე.+   შენი სიკეთე* სიცოცხლეს სჯობია,+ჩემი ბაგეებით შეგაქებ.+   მთელი სიცოცხლე გაკურთხებ+და შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.+   საუკეთესოთი, ნოყიერით არის გამძღარი ჩემი სული+და ყიჟინებენ ჩემი ბაგეები; ხოტბას გასხამ პირით.+   გიხსენებ, როცა საწოლზე ვწევარ,+ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე,+   რადგან შენა ხარ ჩემი შემწე+და სიხარულით ვყიჟინებ შენი ფრთების ჩრდილქვეშ.+   ფეხდაფეხ მოგყვება ჩემი სული;+მარჯვენა ხელი გაქვს ჩაჭიდებული ჩემზე.+   ისინი, ვინც ჩემს სულს დასაღუპავად ეძებენ,+დედამიწის სიღრმეში ჩავლენ.+ 10  მახვილის ძალას გადაეცემიან,+მელიების ულუფად იქცევიან.+ 11  მეფე კი გაიხარებს ღმერთით;+ყველა მისი მოფიცარი იამაყებს,+რადგან დაიხშობა სიცრუის მოლაპარაკე ბაგეები.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.