ფს. 64:1—10

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 64  ისმინე, ღმერთო, ჩემი მწუხარე ხმა.+საშიში მტრისგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.+   დამიფარე ბოროტმოქმედთა საიდუმლო ბჭობისგან,+სიავის მქნელთა ხმაურისგან,+   მათგან, ვისაც ენა მახვილივით აქვს გალესილი,+ვისაც მიმართული აქვს თავისი ისარი — მწარე სიტყვები,+   რათა სამალავიდან ესროლოს უმწიკვლოს;+მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.+   სულ ცუდს ლაპარაკობენ,+მახის დაგებაზე თათბირობენ,+ამბობენ, ვინ დაინახავსო?+   უმართლობას იზრახავენ;+შენიღბული აქვთ კარგად მოფიქრებული მზაკვრული ხრიკები.+ღრმად არის დამალული მათი შიგნეული და მათი გული.+   მოულოდნელად ესვრის მათ ღმერთი ისარს.+ჭრილობები აქვთ მიყენებული+   და სხვებს აბრკოლებენ.+მათი ენა მათივე წინააღმდეგაა.+ყველა მათი შემხედვარე თავს გააქნევს+   და შეეშინდება ყველას;+ღვთის ნამოქმედარზე ილაპარაკებენ+და მის საქმეებს ჩასწვდებიან.+ 10  მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს;+ყველა გულმართალი იამაყებს.+

სქოლიოები