ფს. 65:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა 65  ღმერთო, შენია ქებაც და დუმილიც სიონში;+შენ შეგისრულებენ აღთქმას.+   ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი.+   ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა ჩემი დანაშაული.+შენ დაფარავ ჩვენს ცოდვებს.+   ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ,+რათა შენს ეზოებში დამკვიდრდეს.+დავკმაყოფილდებით იმ ყოველივე კარგით, რაც შენს სახლშია,+შენი ტაძრის წმინდა ადგილით.+   შიშის მომგვრელი საქმეებით გვიპასუხებ, სიმართლით რომ მოიმოქმედე,+ჩვენი ხსნის ღმერთო,+დედამიწის კიდეებსა და შორეულ ზღვისპირეთში მცხოვრებთა იმედო.+   მტკიცედ აფუძნებს მთებს თავისი ძალით;+ძლევამოსილებით არის იგი შემოსარტყლული.+   ის აწყნარებს ზღვების ხმაურს,+მათი ტალღების ხმასა და ერების მღელვარებას.+   შენი ნიშნების შეეშინდებათ უშორეს მხარეებში მცხოვრებთ.+შენი წყალობით სიხარულით ყიჟინებს დილა და საღამო.+   ყურადღება გაქვს მიპყრობილი დედამიწისკენ, რომ სიუხვე მისცე.+ძლიერ ამდიდრებ მას.წყალუხვია ღვთისგან მომდინარე ნაკადული.+შენ უმზადებ მათ მარცვლეულს,+რადგან ასე ამზადებ დედამიწას.+ 10  შენ რწყავ მის ხნულებს, ასწორებ მის ბელტებს;+შხაპუნა წვიმებით ალბობ მას და აკურთხებ მის ყლორტებს.+ 11  შენი სიკეთით დააგვირგვინე წელიწადი.+ნოყიერია შენი ბილიკები.+ 12  ნოყიერია უდაბნოს საძოვრები+და გორები სიხარულით არიან შემოსარტყლული.+ 13  საძოვრები მრავალ ფარას შეუმოსავს+და ველები მარცვლეულით დაფარულან.+ისინი სიხარულით ყიჟინებენ, მღერიან.+

სქოლიოები