ფს. 66:1—20

გუნდის ხელმძღვანელს. სიმღერა, ფსალმუნი 66  სიხარულით შეჰყიჟინეთ ღმერთს, დედამიწის მკვიდრნო.+   ქება უმღერეთ მისი სახელის დიდებას.+ქებით განადიდეთ ის.+   უთხარით ღმერთს: „რა შიშის მომგვრელია შენი საქმეები!+შენი უსაზღვრო ძლიერების გამო მტრები ფეხქვეშ გაგეგებიან.+   დედამიწის მკვიდრნი მდაბლად თაყვანს გცემენ,+ქებას გიმღერებენ, ქებას უმღერებენ შენს სახელს“.+ სელა.   მოდით და იხილეთ ღვთის ნამოქმედარი.+შიშის მომგვრელია ადამიანის ძეების მიმართ მისი მოპყრობა.+   ზღვა ხმელეთად აქცია;+მდინარე ფეხით გადაკვეთეს.+მაშინ გავიხარეთ მისით.+   თავისი ძლევამოსილებით მარადიულად მმართველობს.+ხალხებს აკვირდება მისი თვალები.+თავს ნუ განიდიდებენ ჯიუტები.+ სელა.   აკურთხეთ, ხალხნო, ჩვენი ღმერთი+და ყველას გააგონეთ მისი ქების ხმა.+   ჩვენს სულს ცოცხალთა შორის ამკვიდრებს+და ფეხს არ წაგვაბორძიკებინებს.+ 10  შენ შეგვამოწმე, ღმერთო,+შენ განგვწმინდე ვერცხლივით.+ 11  სანადირო ბადეში მოგვამწყვდიე+და თეძოები დაგვიმძიმე. 12  მოკვდავი კაცი თავზე გადაგვატარე;+ცეცხლი და წყალი გამოვიარეთ;+შენ გამოგვიყვანე და შვება მოგვგვარე.+ 13  მთლიანად დასაწვავი შესაწირავით მოვალ შენს სახლში+და შეგისრულებ ჩემს აღთქმებს,+ 14  რომლებიც წარმოთქვა ჩემმა ბაგეებმა+და ჩემმა პირმა დიდ გასაჭირში.+ 15  მთლიანად დასაწვავ შესაწირავად მოგიტან ნასუქ პირუტყვს+და აგიბოლებ შესაწირავ ვერძებს.შემოგწირავ ხარსა და ვაცებს.+ სელა. 16  მოდით, მომისმინეთ, ღვთისმოშიშნო, და გიამბობთ,+რა გაუკეთა მან ჩემს სულს.+ 17  მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით,+მას ადიდებდა ჩემი ენა.+ 18  თუ რამე სიავე მიდევს გულში,არ მომისმენს იეჰოვა.+ 19  ნამდვილად მომისმინა ღმერთმა,+ყურად იღო ჩემი ლოცვის ხმა.+ 20  კურთხეული იყოს ღმერთი, რომელმაც არ უგულებელყო ჩემი ლოცვადა არ დამიკავა სიკეთე*.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.