ფს. 67:1—7

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ფსალმუნი, სიმღერა 67  ღმერთო, შენ წყალობას გამოავლენ ჩვენდამი და გვაკურთხებ;+შენი სახის ნათელს მოგვაფენ...+ სელა...   რათა შენი გზა ცნობილი გახდეს დედამიწაზე+და შენგან ხსნა — ყველა ხალხში.+   ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,+ყველა ხალხმა შეგასხას ხოტბა!+   გაიხარონ ერებმა და სიხარულით იყიჟინონ,+რადგან სიმართლით გაასამართლებ ხალხებს+და წაუძღვები ერებს დედამიწაზე. სელა.   ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,+ყველა ხალხმა შეგასხას ხოტბა!+   დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს+და გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი.+   გვაკურთხებს ღმერთი+და მისი შიში მოიცავს დედამიწის კიდეებს.+

სქოლიოები