ფს. 68:1—35
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა
68 აღსდგეს ღმერთი,+ მიმოიფანტონ მისი მტრები+და უკუიქცნენ მისგან მისი მოძულენი.+
2 კვამლივით გაფანტე ისინი;+როგორც ცვილი დნება ცეცხლზე,+ასევე მოეღოთ ბოლო ბოროტებს ღვთის წინაშე.+
3 მართლებმა კი გაიხარონ,+ღვთის წინაშე იმხიარულონ+და სიხარულით იყიჟინონ.+
4 უმღერეთ ღმერთს, ქება უმღერეთ მის სახელს.+უმღერეთ მას, ვინც ხრიოკებს სერავს,+მას, ვისაც ჰქვია იაჰი*;+ იზეიმეთ მის წინაშე.
5 უმამო ბავშვების მამა და ქვრივების მოსამართლეა+ღმერთი თავის წმინდა სამყოფელში.+
6 მარტოხელებს ღმერთი სახლში დაამკვიდრებს.+ის მისცემს პატიმრებს სრულ კეთილდღეობას,+ჯიუტები კი ხრიოკებზე დასახლდებიან.+
7 როცა შენს ხალხს წინ მიუძღოდი, ღმერთო,+როცა ხრიოკ ადგილას მიდიოდი...+ სელა...
8 დედამიწა იძვროდა,+ცა წვეთებად იღვრებოდა ღვთის წინაშე;+ეს სინა იძვროდა ღვთის,+ ისრაელის ღვთის გამო.+
9 კოკისპირული წვიმა დაუშვი, ღმერთო.+როცა იქანცებოდა შენი მემკვიდრეობა, შენ ამაგრებდი მას.+
10 შენს ბანაკში+ ცხოვრობდნენ ისინი.+შენი სიკეთით გაუმზადე ბანაკი საწყალს, ღმერთო.+
11 იეჰოვა გასცემს ბრძანებას;+ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას.+
12 გარბიან ლაშქართა მეფეები, გარბიან.+სახლში დარჩენილი ქალი ნადავლიდან იღებს წილს.+
13 თუმცა ბანაკში ნაცრის გროვებს შორის იწექით,დაემსგავსებით* მტრედს, რომელსაც ფრთები ვერცხლით აქვს დაფარულიდა ბუმბული — ყვითელი* ოქროთი.+
14 როცა ყოვლისშემძლემ მიმოფანტა იქ მეფეები,+თოვა დაიწყო ცალმონში.+
15 ბაშანის მთიანი მხარე+ ღვთის მთაა;+ბაშანის მთიანი მხარე მწვერვალთა მთაა.+
16 რატომ შეჰყურებთ შურით, მწვერვალთა მთებო,მთას, რომელზეც ღმერთმა მოისურვა დამკვიდრება?+იეჰოვა დამკვიდრდება იქ მარადიულად.+
17 ღმერთს ათობით ათასი საბრძოლო ეტლი აქვს, აურაცხელი ათასი.+იეჰოვა მივიდა სინადან წმინდა ადგილზე.+
18 შენ ახვედი მაღლა,+წაასხი ტყვეები,+წაიყვანე ძღვენი ადამიანთა სახით,+ჯიუტებიც კი,+ რომ დამკვიდრდე მათ შორის,+ იაჰ, ღმერთო.
19 კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს,+ჩვენი ხსნის ჭეშმარიტი ღმერთი.+ სელა.
20 ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი მხსნელი ღმერთია;+იეჰოვას, უზენაეს უფალს,+ ეკუთვნის სიკვდილისგან თავდახსნის გზები.+
21 ღმერთი თავს გაუტეხს თავის მტრებს+და თმიან თხემს — დანაშაულის გზაზე მავალთ.+
22 იეჰოვამ თქვა: „ბაშანიდან დავაბრუნებ მათ,+ზღვის სიღრმიდან დავაბრუნებ,+
23 რათა ფეხი დაიბანო მათ სისხლში+და შენმა ძაღლებმა ენით ალოკონ მტრის სისხლი“.+
24 მათ იხილეს შენი სვლა, ღმერთო.+ჩემი ღვთის, ჩემი მეფის სვლა წმინდა ადგილისკენ.+
25 მომღერლები მიდიოდნენ წინ, მათ სიმებიან საკრავებზე დამკვრელები მიჰყვებოდნენ;+მათ შორის ქალწულები უკრავდნენ დაირებზე.+
26 შეკრებილ ხალხში აკურთხეთ ღმერთი,+აკურთხეთ იეჰოვა თქვენ, ვისი სიცოცხლეც ისრაელის წყაროდან მომდინარეობს.+
27 პატარა ბენიამინი იმორჩილებს მათ,+იუდას მთავრებიც თავიანთი მოყიჟინე ხალხით,ზებულონის მთავრებიცა და ნაფთალის მთავრებიც.+
28 შენმა ღმერთმა ბრძანა, რომ ძალა მოგცემოდა.+აჩვენე შენი ძალა, ღმერთო, ჩვენ სასიკეთოდ მოქმედო.+
29 შენი ტაძრისთვის იერუსალიმში+მეფეები ძღვენს მოგართმევენ.+
30 გაკიცხე ლერწმიანის მხეცები,+ ხარების ჯოგი+და ხალხთა ხბოები, რომელთაგან თითოეული ვერცხლს თელავს.+ის ფანტავს ბრძოლის მოყვარულ ხალხებს.+
31 ბრინჯაოს ნივთები ეგვიპტიდან მოვა;+ქუში სწრაფად გაიწვდის ძღვნით სავსე ხელებს ღვთისკენ.+
32 დედამიწის სამეფოებო, უმღერეთ ღმერთს!+ქება უმღერეთ იეჰოვას... სელა...
33 მას, ვინც ძველისძველ ზეცას სერავს!+აი, ის გრგვინავს ძლიერი ხმით.+
34 აღიარეთ ღვთის ძალა,+ისრაელზეა მისი სიდიადე და ღრუბლებშია მისი ძლიერება.+
35 შიშის მომგვრელი ხარ, ღმერთო, შენს დიდებულ საწმინდარში.+ისრაელის ღმერთია იგი, ვინც ძალასა და ძლევამოსილებას აძლევს ხალხს.+კურთხეული იყოს ღმერთი.+
სქოლიოები
^ ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
^ სიტყვასიტყვით — მოყვითალო-მომწვანო.
^ ან ხელთ იგდებთ.