ფს. 69:1—36

გუნდის ხელმძღვანელს: შროშნები.+ დავითის ფსალმუნი 69  მიხსენი, ღმერთო, რადგან წყალმა ლამის დამიხრჩოს სული.+   ღრმა ტალახში ჩავეფალი, სადაც შეუძლებელია ფეხის მოკიდება.+ღრმა წყალში შევედიდა წყლის დინებამ წამიღო.+   დავიღალე ყვირილით;+ხმა ჩამეხლიჩა,თვალები ამომიღამდა ჩემი ღვთის მოლოდინში.+   უმიზეზოდ მოძულენი იმაზე მეტად მომიმრავლდნენ, ვიდრე თმა მაქვს თავზე;+გამრავლდნენ ჩემი დადუმების მსურველნი, უმიზეზოდ მმტრობენ.+ვაძლევდი იმას, რაც არ წამირთმევია.   ღმერთო, შენ იცი, რომ უგუნური ვარ,და არ არის შენთვის დაფარული ჩემი დანაშაული.+   ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი,+უზენაესო უფალო, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!+ნუ დამცირდებიან ჩემ გამო შენი მძებნელნი,+ისრაელის ღმერთო!+   შენ გამო ვიტან შეურაცხყოფას,+დამცირებამ დამიფარა სახე.+   გავუცხოვდი ჩემი ძმებისთვის+და დედაჩემის ძეებისთვის უცხო გავხდი.+   შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა,+და შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა.+ 10  ვტიროდი, როცა მარხულობდა ჩემი სული,+მაგრამ ამისთვის შეურაცხყოფა მივიღე.+ 11  როცა ჯვალოთი შევიმოსე,მათი სალაპარაკო გავხდი.+ 12  ჩემზე ბჭობენ კარიბჭეებთან მსხდომნი,+მათრობელი სასმლის მსმელთა სასიმღერო გავხდი.+ 13  ჩემი ლოცვა კი შენდამი იყო მომართული, იეჰოვა,+სასურველ დროს, ღმერთო.+შენი დიდი სიკეთით* მიპასუხე, რადგან შენა ხარ ჭეშმარიტი მხსნელი.+ 14  ამომიყვანე ტალახიდან, შიგ რომ არ ჩავეფლო;+მიხსენი ჩემი მოძულეებისგან+ და ამომიყვანე ღრმა წყლიდან.+ 15  ნუ წამიღებს წყლის დინება,+ნურც სიღრმე შთამნთქავსდა ნურც ჭა შეკრავს პირს ჩემზე.+ 16  მიპასუხე, იეჰოვა, რადგან კარგია შენი სიკეთე.+შენი დიდი წყალობით მომხედე+ 17  და ნუ დაფარავ შენს სახეს შენი მსახურისგან.+დიდ გასაჭირში ვარ, სწრაფად მიპასუხე.+ 18  მოუახლოვდი ჩემს სულს და იხსენი იგი;+გამომისყიდე ჩემი მტრებისგან.+ 19  შენთვის ცნობილია ჩემი შეურაცხყოფა, სირცხვილი და დამცირება.+შენ წინაშეა ყველა, ვინც მმტრობს.+ 20  შეურაცხყოფამ გული გამიტეხა; უკურნებელია ჩემი ჭრილობა.+იმედი მქონდა, რომ თანამიგრძნობდა ვინმე, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ასეთი,+რომ მანუგეშებდა ვინმე, მაგრამ ვერავინ ვნახე.+ 21  შხამიანი მცენარე მომცეს საჭმელად,+ძმარი მომაწოდეს წყურვილის მოსაკლავად.+ 22  ხაფანგად ექცეთ თავიანთი სუფრა+და მახედ — ის, რაც კეთილდღეობისთვის აქვთ.+ 23  დაუბნელდეთ თვალები, რათა ვერ ხედავდნენ;+აუკანკალე მათ ბარძაყები.+ 24  რისხვა გადმოღვარე მათზე+და შენმა მრისხანებამ მოიცვას ისინი.+ 25  გაპარტახდეს მათი გალავნიანი ბანაკი;+ნურავინ დამკვიდრდება მათ კარვებში.+ 26  ვისაც შენ დაჰკარი, მას დაედევნენ,+შენ მიერ განგმირულთა ტკივილებზე ლაპარაკობენ. 27  მათ დანაშაულს დაუმატე დანაშაული+და ნუ შემოვლენ შენს სიმართლეში.+ 28  ამოიშალონ ისინი ცოცხალთა წიგნიდან+და ნუ ჩაიწერებიან მართლების გვერდით.+ 29  დაჩაგრული ვარ და ტკივილით შეწუხებული.+შენმა ხსნამ დამიცვას, ღმერთო!+ 30  ქებას ვუმღერებ ღვთის სახელს+და სამადლობლით განვადიდებ მას.+ 31  ამას უფრო მეტად მოიწონებს იეჰოვა, ვიდრე ხარს+და ჩლიქგაყოფილ რქიან მოზვერს.+ 32  დაინახავენ ამას თვინიერები და გაიხარებენ.+გიძგერდეთ გულები, ღვთის მაძიებლებო!+ 33  იეჰოვა უსმენს საწყლებს,+ის არ უგულებელყოფს თავის პატიმრებს.+ 34  აქოს იგი ცამ და დედამიწამ,+ზღვამ და ყოველივემ, რაც მასში მოძრაობს.+ 35  ღმერთი იხსნის სიონს+და ააშენებს იუდას ქალაქებს;+ისინი დამკვიდრდებიან იქ და დაეპატრონებიან მას.+ 36  მის მსახურთა შთამომავალნი დაიმკვიდრებენ მას;+მისი სახელის მოყვარულნი დამკვიდრდებიან იქ.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.