ფს. 7:1—17

დავითის სამგლოვიარო სიმღერა, რომელსაც ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო უმღეროდა იეჰოვას 7  ო, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ შენ შეგაფარე თავი.+დამიხსენი ყველა ჩემი მდევნელისგან და გადამარჩინე,+   რათა არავინ დამიფლითოს სული* ლომივით,+არ გამიტაცონ, როცა არავინ იქნება დამხსნელი.+   იეჰოვა, ჩემო ღმერთო, თუ რამე ჩამედინოს+და უსამართლობაში მქონდეს ხელი გარეული,+   თუ ბოროტებით გადამეხადოს ჩემი კეთილისმყოფლისთვის+ან თუ გამეძარცვოს ის, ვინც უშედეგოდ მმტრობს,+   მაშინ მტერი დაედევნოს ჩემს სულს,+დამეწიოს, მიწასთან გაასწოროს ჩემი სიცოცხლედა ჩემი დიდება მტვერში დაამკვიდროს. სელა.   აღსდექ, იეჰოვა, შენი რისხვით!+აღიმართე ჩემი მტრების წინააღმდეგ, რომლებიც რისხვას ანთხევენ ჩემზე!+გამოიღვიძე ჩემ დასახმარებლად,+ რადგან გაცემული გაქვს ბრძანება სამართლის აღსასრულებლად!+   გარს შემოგეხვევა ერების კრებული,შენ კი ამაღლდები მის წინააღმდეგ.   იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს.+იეჰოვა, გამასამართლე ჩემი სიმართლისა+და ჩემი უმწიკვლობისამებრ!+   გთხოვ, ბოლო მოუღე ბოროტთა უკეთურებას;+განამტკიცე მართალი.+გულსა+ და თირკმელებს+ მართალი ღმერთი+ იკვლევს. 10  ჩემი ფარი ღმერთთან არის,+ გულმართალთა მხსნელთან.+ 11  ღმერთი მართალი მოსამართლეა,+განაჩენთა გამომტანი ყოველდღე. 12  თუ ვინმე ბოროტებას არ მიატოვებს,+ იგი თავის მახვილს გალესავს,+მშვილდს მოზიდავს და სასროლად გაამზადებს.+ 13  სასიკვდილო იარაღს გაამზადებს,+ააბრიალებს თავის ისრებს.+ 14  აი ის, ვინც სიავეზეა ფეხმძიმედ;+უბედურება ჩასახვია მას და შობს სიცრუეს.+ 15  ორმოს თხრის და თხრის,+მაგრამ თავისივე ამოთხრილ ორმოში ჩავარდება.+ 16  მისი უბედურება მისივე თავზე დატრიალდება+და ძალადობა დაისადგურებს მის თხემზე.+ 17  ხოტბას შევასხამ იეჰოვას მისი სიმართლისამებრ+და ქებას ვუმღერებ უზენაესი+ იეჰოვას სახელს.+

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.