ფს. 70:1—5

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სამახსოვროდ+ 70  ღმერთო, ჩემ სახსნელად,+იეჰოვა, ჩემ დასახმარებლად იჩქარე.+   შერცხვნენ და შეცბუნდნენ ისინი, ვინც ჩემს სულს დაეძებს.+უკუიქცნენ და დამცირდნენ ისინი, ვისაც ჩემი უბედურება ახარებთ.+   შერცხვენილნი გაბრუნდნენ უკან ისინი, ვინც მეუბნებიან: „აჰა! აჰა!“+   იმხიარულოს და შენით გაიხაროს ყველა შენმა მძებნელმა.+შენგან ხსნის მოყვარულები მუდამ ამბობდნენ: „განდიდდეს ღმერთი!“+   მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ.+ღმერთო, იჩქარე ჩემ დასახმარებლად.+შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი.+იეჰოვა, ნუ დააყოვნებ!+

სქოლიოები