ფს. 71:1—24

71  შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,+ნურასოდეს შევრცხვები.+   შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე.+ყური მომაპყარი და მიხსენი.+   კლდოვანი სიმაგრე იყავი ჩემთვის, რომ ყოველთვის იქ შევდიოდე.+გთხოვ, ბრძანე ჩემი შველა,+რადგან შენა ხარ ჩემი კლდე და სიმაგრე.+   ჩემო ღმერთო, მიხსენი ბოროტის ხელიდან,+უსამართლოსა და სასტიკის ხელიდან.+   შენა ხარ ჩემი იმედი,+ უზენაესო უფალო იეჰოვა, სიჭაბუკიდანვე შენზე ვარ მონდობილი.+   დედის მუცლიდანვე შენზე ვარ დაიმედებული,+შენ გამომიყვანე საშვილოსნოდან;+შენ გაქებ მუდამ.+   ბევრისთვის სასწაულად ვიქეცი;+შენა ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი.+   სავსე მაქვს პირი შენი ქებით,+მთელი დღე შენს მშვენიერებაზე ვლაპარაკობ.+   ნუ მიმაგდებ სიბერეში,+ნუ მიმატოვებ, როცა ძალა გამომეცლება.+ 10  ჩემი მტრები ჩემზე ლაპარაკობენ+და ჩემს სულს დადარაჯებულები ერთად თათბირობენ,+ 11  ამბობენ: მიატოვაო ღმერთმა;+დავედევნოთ და დავიჭიროთ, რადგან არა ჰყავსო მხსნელი.+ 12  ღმერთო, შორს ნუ იქნები ჩემგან.+ჩემო ღმერთო, იჩქარე ჩემ დასახმარებლად.+ 13  შერცხვნენ ისინი და ბოლო მოეღოთ მათ, ვინც ეწინააღმდეგება ჩემს სულს.+შეურაცხყოფილნი და დამცირებულნი იყვნენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს.+ 14  მე კი მუდამ მოლოდინში ვიქნები+და უფრო მეტად შეგაქებ. 15  ჩემი პირი ილაპარაკებს შენს სიმართლეზე,+მთელი დღე — შენგან ხსნაზე,+რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.+ 16  დიდი ძლევამოსილებით მოვალ,+ უზენაესო+ უფალო იეჰოვა,მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ.+ 17  ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი+და დღემდე შენს საოცარ საქმეებზე ვლაპარაკობ.+ 18  ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო,+სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას+და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა.+ 19  ცას სწვდება შენი სიმართლე, ღმერთო.+დიდებული საქმეების კეთებაში+ვინ შეგედრება, ღმერთო?+ 20  შენ მაჩვენე მრავალი გასაჭირი და უბედურება,+ამიტომ შენ გამომაცოცხლე+და დედამიწის ღრმა წყლიდან ამომიყვანე.+ 21  განავრცე ჩემი სიდიადე,+დამიფარე და მანუგეშე.+ 22  სიმებიანი საკრავით შეგასხამ ხოტბას+შენი ჭეშმარიტების გამო, ჩემო ღმერთო!+ქებას გიმღერებ ქნარზე, ისრაელის წმინდავ!+ 23  ქებას რომ გიმღერებ, სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები,+თვით ჩემი სულიც, შენ მიერ გამოსყიდული.+ 24  ჩემი ენაც მთელი დღე შენს სიმართლეზე ილაპარაკებს,+რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს.+

სქოლიოები