ფს. 72:1—20

სოლომონის შესახებ 72  ღმერთო, ასწავლე შენი სამართალი მეფეს+და შენი სიმართლე — მეფის ძეს.+   ის გამოესარჩლოს შენს ხალხს სიმართლით+და დაჩაგრულებს — სამართლით.+   მთებმა და გორებმამშვიდობა გადასცენ ხალხს სიმართლით.+   გაუჩინოს მან სამართალი დაჩაგრულ ხალხს,+იხსნას ღარიბის ძეებიდა შემუსროს გამომძალველი.   შენი შიში ექნებათ, ვიდრე არსებობს მზე+და ვიდრე არსებობს მთვარე, თაობიდან თაობაში.+   ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე,+შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ასველებს.+   მის დროს აყვავდება მართალი+და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.+   მისი მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე+და მდინარიდან*+ დედამიწის კიდეებამდე.+   მის წინაშე ქედს მოიხრიან უწყლო მხარეში მცხოვრებნი+და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.+ 10  თარშიშისა და კუნძულების მეფეები+ხარკს გადაიხდიან,+შებასა და სებას მეფეებიძღვენს მოიტანენ.+ 11  ყველა მეფე დაემხობა მის წინაშე;+ყველა ხალხი ემსახურება მას.+ 12  ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს,+დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს.+ 13  ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს,+იხსნის ღარიბთა სულებს.+ 14  ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებსდა ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში.+ 15  იცოცხლოს მან+ და მიეცეს მას შებას ოქრო.+მუდამ ლოცულობდნენ მისთვისდა მთელი დღე კურთხეული იყოს.+ 16  უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე,+მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება.+მისი ნაყოფი ლიბანისას დაემსგავსება;+ვინც ქალაქიდან არის, დედამიწის მცენარეულობასავით გაიფურჩქნება.+ 17  მარადიულად იარსებოს მისმა სახელმა,+გასტანოს მისმა სახელმა, ვიდრე მზე არსებობს,მისი მეშვეობით იყვნენ კურთხეულნი.+ყველა ხალხმა ბედნიერი უწოდოს მას.+ 18  კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი, ისრაელის ღმერთი;+მხოლოდ ის ახდენს საოცარ საქმეებს.+ 19  სამარადისოდ კურთხეული იყოს მისი დიდებული სახელი+და მისმა დიდებამ აავსოს მთელი დედამიწა.+ამინ*! ამინ! 20  დასრულდა დავითის, იესეს ძის ლოცვები.+

სქოლიოები

ანუ ევფრატიდან.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!