ფს. 73:1—28
ასაფის სიმღერა+
73 ღმერთი კარგია ისრაელისთვის, მათთვის, ვინც სუფთაა გულით.+
2 მე კი კინაღამ გადავუხვიე ჩემი ნაბიჯებით,+კინაღამ მომიცურდა ფეხი,+
3 რადგან შემშურდა მკვეხარა ხალხის,+როცა დავინახე, რომ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ბოროტები.+
4 სასიკვდილო ტკივილები არ აწუხებთ+და დიდი ღიპები აქვთ.+
5 არ უჭირთ ისე, როგორც მოკვდავ ადამიანებს,+სხვებივით გაუბედურებულები არ არიან.+
6 ამპარტავნობის ყელსაბამი უკეთიათ+და ძალადობით არიან შემოსილნი.+
7 სიმსუქნისგან თვალები აქვთ გადმოკარკლული;+თავიანთი გულის ზრახვებს გადააჭარბეს.+
8 სხვებს დასცინიან და ბოროტებაზე ლაპარაკობენ,+ქედმაღლურად საუბრობენ გამოძალვაზე.+
9 მათი პირი ციდან ლაპარაკობს,+ენა კი დედამიწაზე დადის.+
10 ის აბრუნებს ხალხს,და უხვი წყალი გადმოედინება მათთვის.
11 ამბობენ: „რას გაიგებს ღმერთი?+განა აქვს ცოდნა უზენაესს?!“+
12 აი, ბოროტები, მუდამ უდარდელად არიან.+სულ უფრო და უფრო მეტ ქონებას იხვეჭენ.+
13 ფუჭად განვიწმინდე გული+და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით.+
14 მთელი დღე ვიტანჯები+და ყოველ დილით გაკიცხვას ვიღებ.+
15 რომ მეთქვა: ასეთ რამეს ვიტყვი-მეთქი,შენი ძეების თაობასვერაგულად მოვექცეოდი.+
16 ვფიქრობდი, რათა გამეგო ეს,+მაგრამ ძნელი იყო ეს ჩემთვის,
17 სანამ არ მივედი ღვთის დიდებულ საწმინდარში.+მინდოდა გამეგო მათი მომავალი.+
18 მოლიპულ მიწაზე აყენებ მათ.+შენ სპობ მათ.+
19 რა უცბად გახდნენ გამაოგნებელნი!+როგორ მოეღოთ ბოლო და როგორ განადგურდნენ უეცარი შიშით!
20 როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ, იეჰოვა,+ისე არაფრად ჩააგდებ მათ სახეს, როცა აღიმართები.+
21 გული გამიმწარდა+და თირკმელებში მწვავე ტკივილს ვგრძნობდი,+
22 უგუნური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი,+პირუტყვს დავემსგავსე შენ თვალში.+
23 და მაინც მუდამ შენთან ვარ;+შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი.+
24 შენი რჩევით წამიძღვები+და დიდებამდეც კი მიმიყვან.+
25 ვინა მყავს ცაში?+შენს მეტი არავინ მახარებს დედამიწაზე.+
26 სხეულმა და გულმა მიმტყუნა.+ღმერთია ჩემი გულის კლდე და ჩემი წილი მარადიულად.+
27 აი, დაიღუპება ყველა, ვინც შორს დგას შენგან.+შენ დაადუმებ მას, ვინც გტოვებს და ამით უზნეობას სჩადის.+
28 ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება.+უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი,+რათა ვაუწყო ყველა მისი საქმე.+