ფს. 74:1—23

მასქილი. ასაფის ფსალმუნი+ 74  ო, ღმერთო, რატომ მიგვაგდე სამუდამოდ?+რატომ აენთო შენი რისხვა შენი საძოვრის ფარის მიმართ?+   გაიხსენე შენი კრებული, დიდი ხნის წინათ შეძენილი,+ტომი, რომელიც შენს მემკვიდრეობად გამოისყიდე,+და სიონის მთა, სადაც მკვიდრობდი.+   წარმართე შენი ნაბიჯები დიდი ხნით გაპარტახებული ადგილებისკენ.+ყველაფერი გაანადგურა მტერმა წმინდა ადგილზე.+   შენი მტრები შენთან შეხვედრის ადგილის შუაგულში ბრდღვინავენ.+საკუთარი ნიშნები აღმართეს ნიშნებად.+   ისეთივე ცუდი სახელი აქვთ, როგორც ტევრზე ცულის აღმმართველებს.   ახლა საწმინდრის ყველა ჩუქურთმას ნაჯახსა და ძალაყინს ურტყამენ.+   შენი საწმინდარი ცეცხლს მისცეს;+შებღალეს და მიწაზე დაამხვეს კარავი, შენი სახელით წოდებული.+   ისინი და მათი შთამომავლები თავიანთ გულში ამბობენ:ღმერთთან შეხვედრის ყველა ადგილი უნდა დაიწვასო ამ ქვეყანაში.+   ჩვენს ნიშნებს ვერ ვხედავთ; აღარა გვყავს წინასწარმეტყველი;+და ჩვენ შორის არავინ იცის — როდემდე. 10  ღმერთო, როდემდე უნდა შეურაცხგყოფდეს მტერი?+ნუთუ მუდამ უპატივცემულოდ უნდა ეპყრობოდეს მტერი შენს სახელს?!+ 11  რატომ არის უმოქმედოდ შენი მარჯვენა,+უბიდან რომ ამოიღე? სადაცაა გავნადგურდებით! 12  ღმერთია ჩემი მეფე უხსოვარი დროიდან,+მას მოაქვს დიდი ხსნა დედამიწაზე.+ 13  შენი ძალით ააბობოქრე ზღვა,+შენ გაუტეხე თავები ზღვის ურჩხულებს წყალში,+ 14  შენ დაუჭეჭყე თავები ლევიათანს;+შენ მიეცი ის საჭმელად უწყლო მხარეში მცხოვრებ ხალხს.+ 15  შენ გაყავი წყარო და მდინარე,+შენ ამოაშრე უშრეტი მდინარეები.+ 16  შენია დღე და შენია ღამე.+შენ შექმენი მნათობები, მათ შორის მზე.+ 17  შენ დაუდგინე საზღვრები დედამიწას,+ზაფხული და ზამთარი შენ დააარსე.+ 18  გახსოვდეს: მტერი შეურაცხგყოფს, იეჰოვა,+და უგუნური ხალხი უპატივცემულოდ ეპყრობა შენს სახელს.+ 19  ნუ მისცემ მხეცს შენი გვრიტის სულს.+სამუდამოდ ნუ დაივიწყებ შენი დაჩაგრული ხალხის სიცოცხლეს.+ 20  გაიხსენე შეთანხმება,+რადგან დედამიწის ბნელი ადგილები ძალადობის სამყოფლად იქცა.+ 21  ნუ დაბრუნდება დაჩაგრული კაცი დამცირებული.+საწყალმა და ღარიბმა აქოს შენი სახელი.+ 22  აღსდექ, ღმერთო, წარმართე შენი სასამართლო საქმე.+გაიხსენე, რომ მთელი დღე შეურაცხგყოფს უგუნური.+ 23  ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას.+გამუდმებით მატულობს შენ წინააღმდეგ აღმდგართა ხმაური.+

სქოლიოები