ფს. 75:1—10
გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. ასაფის+ ფსალმუნი, სიმღერა
75 მადლობას გიხდით, ღმერთო, მადლობას გიხდით,+ახლოს არის შენი სახელი.+აუწყონ ადამიანებმა შენი საოცარი საქმეები.+
2 „დადგენილ დროს ავმოქმედდი;+დავიწყე სიმართლით გასამართლება.+
3 დადნა დედამიწა და ყველა მისი მცხოვრები,+მე გავასწორე მისი სვეტები“.+ სელა.
4 უგუნურებს ვუთხარი: „ნუ იქნებით უგუნურნი“,+ბოროტებს ვუთხარი: „ნუ აიმაღლებთ რქას*.+
5 ნუ აიმაღლებთ რქას.ნუ ილაპარაკებთ ქედმაღლურად.+
6 არც აღმოსავლეთიდან, არც დასავლეთიდანდა არც სამხრეთიდან არ ხდება განდიდება.
7 ღმერთია მოსამართლე.+ერთს ამცირებს, მეორეს კი განადიდებს.+
8 ხელში სასმისი უჭირავს იეჰოვას,+აქაფებულია ღვინო, სავსეა ნაზავით.გადმოასხამს მისგან თხლეს,გადაწურავენ მას დედამიწის ბოროტები და დალევენ“.+
9 მე კი ამაზე ვილაპარაკებ მარადიულად,ქებას ვუმღერებ იაკობის ღმერთს.+
10 „მოვტეხ ბოროტთა ყველა რქას“.+მართლებს კი აუმაღლდებათ რქები.+
სქოლიოები
^ ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.