ფს. 76:1—12

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ასაფის+ ფსალმუნი, სიმღერა 76  ღმერთი ცნობილია იუდაში,+დიდებულია მისი სახელი ისრაელში.+   სალემშია მისი სამყოფელი+და სიონშია მისი სამკვიდრო.+   იქ დაამტვრია ცეცხლმოკიდებული ისრები,+ფარი, მახვილი და სხვა საბრძოლო იარაღი.+ სელა.   სინათლით ხარ მოცული, სანადირო მთებზე დიდებული ხარ.+   გულმაგრები გაიძარცვნენ,+ჩათვლიმეს და ჩაეძინათ.+არც ერთ მამაც კაცს არ შერჩა წინააღმდეგობის გაწევის ძალა.+   შენი გაკიცხვისგან, იაკობის ღმერთო, მეეტლესა და ცხენს ღრმად ჩაეძინათ.+   შიშის მომგვრელი ხარ.+ვინ დაუდგება შენი რისხვის ძალას?+   ზეციდან გამოაცხადე განაჩენი.+შეეშინდა დედამიწას და დადუმდა,+   როცა აღსდგა ღმერთი გასასამართლებლად,+რათა დაეხსნა ყველა თვინიერი დედამიწაზე.+ სელა. 10  ადამიანის რისხვა ხოტბას შეგასხამს;+დარჩენილ რისხვას შემოისარტყლავ. 11  თქვენ, ვინც მის გარშემო ხართ, აღთქმა დაუდეთ და შეუსრულეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას.+შიშით მიუტანონ მას ძღვენი.+ 12  ის დაამდაბლებს წინამძღოლთა სულებს;+შიშის მომგვრელია იგი დედამიწის მეფეებისთვის.+

სქოლიოები