ფს. 77:1—20

ხელმძღვანელს: იედუთუნი. ასაფის+ ფსალმუნი. სიმღერა 77  ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს,+ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს და ის ყურს მომაპყრობს.+   გასაჭირის დღეს ვეძებ იეჰოვას.+ღამით ხელს აღვაპყრობ და არ მიბუჟდება;არ სურს ჩემს სულს ნუგეში.+   მემახსოვრება ღმერთი და აფორიაქებული ვიქნები;+ვიდარდებ და სული დამიუძლურდება.+ სელა.   შენ ჩასჭიდე ხელი ჩემს ქუთუთოებს,+ავფორიაქდი და ვეღარ ვლაპარაკობ.+   ვფიქრობ ადრინდელ დღეებზე,+შორეული წარსულის წლებზე.   ღამით გავიხსენებ სიმებიან საკრავზე შესრულებულ ჰანგებს;+გულით გამოვთქვამ წუხილს+და სულით გამოვიკვლევ ყოველივეს.   განა სამუდამოდ მიგვაგდებს იეჰოვა?!+განა მეტად ვეღარ ვასიამოვნებთ მას?!+   განა სამუდამოდ შეწყდა მისი სიკეთე*?!+განა გაუქმდა+ მისი სიტყვა თაობიდან თაობაში?!   განა დაივიწყა ღმერთმა მადლის მონიჭება?!+განა წყალობას დაგვიკავებს თავისი რისხვით?!+ სელა. 10  განა უნდა ვამბობდე: „აი რა მგმირავს+ის, რომ იცვლება უზენაესის მარჯვენა“?!+ 11  მემახსოვრება იაჰის* საქმეები,+მემახსოვრება შენ მიერ დიდი ხნის წინათ მოხდენილი საოცრებები.+ 12  ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ+და შენს საქმეებს ჩავუკვირდები.+ 13  ღმერთო, შენი გზა წმინდა ადგილზეა.+ღმერთო, რომელი ღმერთი შეგედრება დიდებით?+ 14  შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, საოცარი საქმეების გამკეთებელი.+ხალხებს გააგებინე შენი ძალა.+ 15  შენი მკლავით გამოიხსენი შენი ხალხი,+იაკობისა და იოსების ძეები. სელა. 16  დაგინახა წყალმა, ღმერთო,დაგინახა წყალმა და მწვავე ტკივილები დაეწყო;+აღელდა ღრმა წყალი.+ 17  ჭექა-ქუხილით ჩამოღვარეს წყალი ღრუბლებმა;+დაიგრგვინა ღრუბლიანმა ცამ.აქეთ-იქით დაქროდნენ შენი ისრები.+ 18  ეტლის ბორბლების ხმას ჰგავდა შენი გრგვინვის ხმა,+ელვამ გაანათა მიწა;+შეირყა და შეიძრა დედამიწა.+ 19  ზღვაზე გადიოდა შენი გზა+და წყლებზე — შენი ბილიკები.უცნობია შენი ნაკვალევი. 20  როგორც ფარას, ისე წაუძეხი შენს ხალხს+მოსესა და აარონის ხელით.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
იხილეთ 68:4-ის სქოლიო.