ფს. 78:1—72

მასქილი. ასაფის ფსალმუნი+ 78  ყური უგდე ჩემს კანონს, ჩემო ხალხო,+ყური მოაპყარი ჩემი პირით ნათქვამ სიტყვებს.+   იგავით გავხსნი ბაგეს,+წარმოვთქვამ ძველ გამოცანებს,+   მოსმენილსა და ნაცნობს,+ჩვენი მამების მონაყოლს.+   არ დაგვიმალავს ისინი მათი ძეებისგან,+ვუამბობდით მომავალ თაობას+იეჰოვას ქება-დიდების, მისი ძალისა+და იმ საოცრებების შესახებ, მან რომ მოიმოქმედა.+   შეხსენება მისცა მან იაკობს+და კანონი დაადგინა ისრაელში;+უბრძანა ჩვენს მამა-პაპას,+ეუწყებინათ ის თავიანთი ძეებისთვის,+   რათა მომავალ თაობას, ძეებს, რომლებიც უნდა დაბადებულიყვნენ, სცოდნოდათ ეს,+ამდგარიყვნენ და მათაც მოეყოლათ თავიანთი ძეებისთვის;+   იმედი დაემყარებინათ ღმერთზე,+არ დაევიწყებინათ ღვთის საქმეები+ და დაეცვათ მისი მცნებები.+   ისინი არ უნდა დამსგავსებოდნენ თავიანთ მამა-პაპას,+ჯიუტ და ურჩ თაობას,+თაობას, რომელმაც გული არ მოიმზადა+და არ იყო ღვთისადმი ერთგული.+   ეფრემის ძეებმა, შეიარაღებულმა მშვილდოსნებმა,+უკან დაიხიეს ბრძოლის დღეს.+ 10  არ დაიცვეს ღვთის შეთანხმება+და არ დადიოდნენ მისი კანონით.+ 11  მათ დაივიწყეს მისი ნამოქმედარი+და მისი საოცარი საქმეები, მათ რომ აჩვენა.+ 12  მათი მამა-პაპის თვალწინ სასწაულები მოიმოქმედა+ეგვიპტის მიწაზე,+ ცოანის+ ველზე. 13  ზღვა გაყო, რომ გაეტარებინა ისინი+და წყლები კედლებად აღმართა.+ 14  დღისით ღრუბლით მიუძღოდა,+ღამით კი — ცეცხლის შუქით.+ 15  კლდეები გაყო უდაბნოში,+რომ დაერწყულებინა ისინი, თითქოს ღრმა წყლის წყაროებიდან.+ 16  კლდიდან გადმოაჩქეფა ნაკადები+და მდინარეებად ადინა წყალი.+ 17  მაგრამ კიდევ უფრო მეტად სცოდავდნენ მას,+ეურჩებოდნენ უზენაესს უწყლო მხარეში.+ 18  გამოსცადეს ღმერთი თავიანთ გულში,+თავიანთი სულისთვის ითხოვდნენ საჭმელს.+ 19  ღვთის წინააღმდეგ ალაპარაკდნენ,+ამბობდნენ: განა შეუძლია ღმერთს, სუფრა გაგვიშალოსო უდაბნოში?!+ 20  აი, დაჰკრა კლდეს,+რომ წყალს გადმოეხეთქა და მდინარეებს ედინა.+„განა შეუძლია მას, პური მოგვცეს+ან საჭმელი მოუმზადოს თავის ხალხს?!“+ 21  ეს რომ მოისმინა, ძლიერ განრისხდა იეჰოვა.+ცეცხლი აინთო იაკობის წინააღმდეგ+და რისხვის ალი ავარდა ისრაელზე,+ 22  რადგან არ ირწმუნეს ღმერთი+და არ ჰქონდათ მისგან ხსნის იმედი.+ 23  უბრძანა ღრუბლიან ცასდა გახსნა ზეცის კარები.+ 24  მანანას აწვიმებდა საჭმელად,+ციური მარცვალი მისცა მათ.+ 25  ძლიერთა პურს ჭამდა ხალხი;+საჭმელს უგზავნიდა გასაძღომად.+ 26  აღმოსავლეთის ქარი აღძრა ცაში+და სამხრეთის ქარი წარმართა თავისი ძალით.+ 27  აწვიმა საჭმელი მტვერივით ბევრი,+ფრთოსნები — ზღვის ქვიშასავით.+ 28  მისი ბანაკის შუაგულში ეცემოდნენ,+მისი კარვების გარშემო.+ 29  ძღომამდე ჭამდნენ+და რასაც მოისურვებდნენ, იმას აძლევდა მათ.+ 30  კიდევ უფრო მეტი უნდოდათდა საჭმელი ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ,+ 31  როცა აინთო ღვთის რისხვა მათზე+და შეუდგა მათ შორის ძლიერთა ხოცვას;+დაამხო ისრაელის ჭაბუკები. 32  მაინც უფრო მეტად სცოდავდნენ ისინი,+არ ირწმუნეს მისი საოცარი საქმეები.+ 33  ამონასუნთქივით გააქრო მან მათი დღეები+და შფოთით დაასრულებინა წლები. 34  როცა ხოცავდა, მაშინ მიმართავდნენ მას,+უბრუნდებოდნენ და ეძებდნენ ღმერთს.+ 35  ახსენდებოდათ, რომ ღმერთი იყო მათი კლდე+და უზენაესი ღმერთი იყო შურისმაძიებელი მათთვის.+ 36  თავიანთი ბაგით ცდილობდნენ მის მოტყუებას+და თავიანთი ენით — მისთვის სიცრუის თქმას.+ 37  მტკიცე არ იყო მათი გული+და მის შეთანხმებას არ უერთგულეს.+ 38  ის კი გულმოწყალებას ავლენდა,+ ფარავდა მათ დანაშაულს+ და არ ანადგურებდა მათ;+მრავალჯერ შეიკავა ბრაზი+და არ გამოავლინა მთელი თავისი რისხვა. 39  ახსოვდა, რომ ხორციელნი იყვნენ,+რომ გამოდის სული და უკან აღარ ბრუნდება.+ 40  რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში,+გაანაწყენეს იგი უკაცრიელ ადგილზე!+ 41  კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს,+ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას.+ 42  არ ახსოვდათ მისი ხელი,+დღე, როცა მტრისგან გამოისყიდა ისინი;+ 43  როგორ მოახდინა ნიშნები ეგვიპტეში+და სასწაულები — ცოანის ველზე;+ 44  როგორ აქცია სისხლად ნილოსის არხები,+რომ ვეღარ დაელიათ მისი ნაკადებიდან.+ 45  ბუზანკალი შეუსია, რომ გადაეჭამათ ისინი,+და ბაყაყები — რომ მოესპოთ ისინი.+ 46  ტარაკნებს მისცა მათი მოსავალიდა კალიებს — მათი ნაშრომი.+ 47  სეტყვით გაუნადგურა ვაზი+და სეტყვის მარცვლებით — სიკომოროს ხეები.+ 48  სეტყვას მისცა მათი სასაპალნე ცხოველები+და მომაკვდინებელ სენს — მათი ცხვარ-ძროხა. 49  მიუვლინა თავისი რისხვის ალი,+მძვინვარება, მრისხანება და გასაჭირი.+უბედურების მომტანი ანგელოზების ლაშქარი წარგზავნა.+ 50  გზა გაუხსნა თავის რისხვას,+არ დაიცვა სიკვდილისგან მათი სულიდა ჭირს მისცა მათი სიცოცხლე.+ 51  ბოლოს კი დასცა ყველა პირმშო ეგვიპტეში,+პირველშობილნი* — ქამის კარვებში.+ 52  ცხვარივით გაიყვანა თავისი ხალხი+და როგორც ფარას, ისე წაუძღვა უდაბნოში.+ 53  მიუძღოდა მათ და ისინიც უსაფრთხოდ იყვნენ, არაფრის ეშინოდათ.+ზღვამ დაფარა მათი მტრები.+ 54  თავის წმინდა ადგილზე მიიყვანა ისინი,+ამ მთიან მხარეში, საკუთარი მარჯვენით რომ მოიპოვა.+ 55  მათ გამო აძევებდა ხალხებს,+ლარით დაუნაწილა მემკვიდრეობა;+თავ-თავიანთ სახლებში დაასახლა ისრაელის ტომები.+ 56  ისინი კი სცდიდნენ და ეურჩებოდნენ უზენაეს ღმერთს,+არ მიჰყვებოდნენ მის შეხსენებებს.+ 57  გზიდან უხვევდნენ და თავიანთი მამა-პაპასავით ვერაგულად იქცეოდნენ;+სხვა მხარეს იხრებოდნენ მოშვებული მშვილდივით.+ 58  შეურაცხყოფდნენ თავიანთი მაღლობებით+და ქანდაკებებით განარისხებდნენ.+ 59  მოისმინა ღმერთმა,+ დიდად განრისხდა+და ძლიერ შეიძულა ისრაელი.+ 60  საბოლოოდ მიატოვა შილოს კარავი,+სადაც მკვიდრობდა ადამიანთა შორის.+ 61  ტყვეობას მისცა თავისი ძალა+და თავისი მშვენება მტერს ჩაუგდო ხელში;+ 62  მახვილს მისცა თავისი ხალხი,+ძლიერ განურისხდა თავის მემკვიდრეობას.+ 63  მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა,არავის უქია მისი ქალწულები.+ 64  მახვილით დაეცნენ მისი მღვდლები+და არ უტირიათ მათ ქვრივებს.+ 65  მაშინ გამოიღვიძა იეჰოვამ, თითქოს ძილისგან,+როგორც ვაჟკაცი გამოფხიზლდება ხოლმე ღვინისგან.+ 66  უკნიდან დაჰკრა თავის მტრებს,+სამუდამოდ შეურაცხყო ისინი.+ 67  უარყო იოსების კარავი+და არ ამოირჩია ეფრემის ტომი.+ 68  იუდას ტომი ამოირჩია მან,+სიონის მთა, რომელიც შეიყვარა.+ 69  მწვერვალებივით აიშენა საწმინდარი,+დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა.+ 70  ამოირჩია თავისი მსახური დავითი,+ცხვრის ფარეხებიდან გამოიყვანა.+ 71  თავი დაანებებინა მეწველი ცხვრების დევნას+და დააყენა იაკობის, თავისი ხალხის, მწყემსად;+ისრაელზე, თავის მემკვიდრეობაზე, დააყენა.+ 72  თავისი გულის უმწიკვლობით დამწყემსა ისინი+და მარჯვე ხელით გაუძღვა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მათი წარმომქმნელი ძალის საწყისი.