ფს. 79:1—13

ასაფის სიმღერა 79  ხალხები შევიდნენ შენს სამკვიდროში, ღმერთო,+წაბილწეს შენი წმინდა ტაძარი,+ნანგრევების გროვად აქციეს იერუსალიმი.+   შენი მსახურების გვამები ცის ფრინველებს მისცეს საჭმელად,+შენი ერთგული ხალხის ხორცი — დედამიწის მხეცებს.+   წყალივით დაღვარეს მათი სისხლიმთელ იერუსალიმში; არავინ არის მათი დამმარხავი.+   შეურაცხყოფილნი გავხდით მეზობლებისგან,+ჩვენ ირგვლივ მყოფთა დასაცინი და მასხრად ასაგდები შევიქენით.+   იეჰოვა, როდემდე იქნები განრისხებული? მარადიულად?+როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი რისხვა?+   გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ,+და სამეფოებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს.+   მათ შეჭამეს იაკობი+და გააპარტახეს მისი საცხოვრებელი.+   ნუ გაგვიხსენებ ჩვენი წინაპრების დანაშაულს.+იჩქარე! შემოგვაგებე შენი წყალობა,+რადგან ძლიერ დავუძლურდით.+   დაგვეხმარე, ჩვენი ხსნის ღმერთო,+შენი სახელის დიდების გულისთვის;+დაგვიხსენი და დაფარე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გამო.+ 10  რატომ უნდა ამბობდნენ ხალხები: სად არისო მათი ღმერთი?+ცნობილი გახდეს ჩვენ თვალწინ, ხალხებს შორის,+რომ შენი მსახურების დაღვრილი სისხლისთვის შურს იძიებ.+ 11  მოაღწიოს შენამდე პატიმრის ოხვრამ.+შენი მკლავის სიდიადით დაიფარე სასიკვდილოდ განწირულნი.+ 12  შვიდმაგად მიუზღე ჩვენს მეზობლებს თავიანთ უბეში+ის შეურაცხყოფა, რომლითაც შეურაცხგყოფდნენ, იეჰოვა!+ 13  ჩვენ კი, შენი ხალხი და შენი საძოვრის ფარა,+მადლობას გეტყვით მარადიულად;თაობიდან თაობაში ვაუწყებთ შენს ქებას.+

სქოლიოები