ფს. 8:1—9

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*.+ დავითის სიმღერა 8  ო, იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე!+შენს ღირსებას აუწყებენ ცის ზემოთ!+   ბავშვებისა და ჩვილების პირით აჩვენე ძალა+მათ, ვინც გმტრობს,+რათა ბოლო მოუღო შენს მტერს და შურისმაძიებელს.+   როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს,+მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი,+   ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი,+ რომ გახსოვს,+ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?+   ღვთის მსგავსებზე* ოდნავ დაბლა დააყენე იგი,+ხოლო შემდეგ დიდებისა+ და სიდიადის გვირგვინი დაადგი.+   შენს ნახელავზე გააბატონე+და ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე:+   ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი,+ტრიალი მინდვრის მხეცები,+   ცის ფრინველები და ზღვის თევზები,+ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებს გადის.+   იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე!+

სქოლიოები

ებრაული მუსიკალური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.
ანუ ანგელოზებზე.