ფს. 82:1—8
ასაფის სიმღერა
82 ღმერთი დადგა საღვთო+ კრებულში,+ღმერთებს შორის ასამართლებს:+
2 „როდემდე უნდა ასამართლოთ უსამართლობით+და როდემდე უნდა იყოთ მიკერძოებულნი ბოროტთა მიმართ?+ სელა.
3 მოსამართლეები იყავით საწყლისა და უმამო ბავშვისთვის;+სამართალი გაუჩინეთ დაჩაგრულსა და ღარიბს;+
4 დაიხსენით საწყალი და ღარიბი;+ბოროტთა ხელიდან იხსენით ისინი“.+
5 არ იციან მათ და არ ესმით;+სიბნელეში დადიან;+ირყევა დედამიწის საფუძვლები.+
6 «ვთქვი: „თქვენა ხართ ღმერთები,+ყველანი უზენაესის ძეები ხართ.+
7 ისე დაიხოცებით, როგორც ადამიანები იხოცებიან,+და ისე დაეცემით, როგორც მთავრები ეცემიან!“»+
8 აღსდექ, ღმერთო, გაასამართლე დედამიწა,+რადგან შენ უნდა იუფლო ყველა ხალხზე.+