ფს. 83:1—18
სიმღერა, ასაფის ფსალმუნი+
83 ღმერთო, ნუ დადუმდები,+ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ღმერთო!+
2 აი, ყაყანებენ შენი მტრები+და თავი წამოყვეს შენმა მოძულეებმა.+
3 შენი ხალხის წინააღმდეგ ცბიერულად თათბირობენ+და შენთან შეფარებულთა წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ;+
4 ამბობენ: მოდით და აღვგავოთო ეს ერი,+რათა აღარ იხსენიებოდეს ისრაელის სახელი.+
5 ერთსულოვნად თათბირობენ მთელი გულით;+შენ წინააღმდეგ დებენ შეთანხმებას+
6 ედომის+ კარვები და ისმაელელები, მოაბი+ და აგრელები,+
7 გებალი, ამონი+ და ამალეკი,ფილისტიმი+ და ტვიროსის+ მკვიდრნი.
8 ასურეთიც შეუერთდა მათ,+მხარს უჭერენ ლოტის ძეებს*.+ სელა.
9 ისე მოექეცი მათ, როგორც მიდიანს,+ როგორც სისერას,+როგორც იაბინს+ კიშონის ხევში.+
10 მოისპნენ ისინი ენ-დორში;+ნაკელად იქცნენ მიწისათვის.+
11 იგივე უყავი მათ წარჩინებულებს, რაც ორებსა და ზეებს,+და მათ მთავრებს, რაც ზებახსა და ცალმუნას,+
12 რომლებიც ამბობდნენ: დავეუფლოთო ღვთის საცხოვრებელს.+
13 ჩემო ღმერთო, ქარისგან ატაცებულ ნარს დაამსგავსე ისინი+და ნამჯას ქარში.+
14 როგორც ცეცხლი წვავს ტყეს+და ალი ბუგავს მთებს,+
15 ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით+და შეაძრწუნე შენი ქარტეხილით.+
16 სახე სირცხვილით დაუფარე,+რათა ხალხმა ეძებოს შენი სახელი, იეჰოვა.+
17 შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ,+დამდაბლდნენ და განადგურდნენ,+
18 რათა იცოდეს ხალხმა,+ რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა,+მხოლოდ შენა ხარ უზენაესი+ მთელ დედამიწაზე!+
სქოლიოები
^ იგულისხმება 6-ე და 7-ე მუხლებში მოხსენიებული მოაბელები და ამონელები.