ფს. 84:1—12
გუნდის ხელმძღვანელს: გითითი.+ კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა
84 როგორ მიყვარს შენი დიდებული კარავი,+ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!+
2 იეჰოვას ეზოებს ნატრობს და მათთვის ილევა ჩემი სული.+ჩემი გული და სხეული სიხარულით შესძახებს ცოცხალ ღმერთს.+
3 ჩიტმაც კი იპოვა ბინადა მერცხალმა — ბუდე,სადაც თავის პატარებს სხამს,შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ჩემო მეფეო და ჩემო ღმერთო!
4 ბედნიერნი არიან შენს სახლში მცხოვრებნი!+განუწყვეტლივ გაქებენ ისინი.+ სელა.
5 ბედნიერია ხალხი, რომელთა ძალაც შენშია,+რომელთაც შენი სახლისკენ მიმავალი გზისკენ მიუწევთ გული.+
6 მიდიან ბაქა-ბუჩქებით* დაფარული ველების გავლით+და წყაროდ აქცევენ მათ;კურთხევებით იმოსება მოძღვარი.+
7 ივლიან და მოემატებათ მაცოცხლებელი ძალა.+თითოეული მიდის ღვთის წინაშე სიონში.+
8 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,+ყური მომაპყარი, იაკობის ღმერთო.+ სელა.
9 დაინახე, ჩვენო ფარო, ღმერთო,+და შეხედე შენი ცხებულის სახეს.+
10 ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია.+ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიე+ბოროტების კარვებში ყოფნას.+
11 მზე+ და ფარია+ იეჰოვა ღმერთი,წყალობასა და დიდებას იძლევა იგი;+იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ.+
12 ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ბედნიერია კაცი, რომელიც შენზეა მონდობილი.+
სქოლიოები
^ „ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა. მნიშვნელობა უცნობია.