ფს. 85:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა 85  იეჰოვა, შენ მოიწონე შენი ქვეყანა;+დააბრუნე იაკობიდან წაყვანილი ტყვეები.+   შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული;+დაფარე ყველა მათი ცოდვა.+ სელა.   შენ შეაკავე მთელი შენი რისხვა;+დააცხრე შენი რისხვის ალი.+   შეგვკრიბე და დაგვაბრუნე, ჩვენი ხსნის ღმერთო,+და ნუღარ განგვირისხდები.+   ნუთუ მარადიულად იქნები განრისხებული ჩვენზე?!+ნუთუ თაობიდან თაობაში გასტანს შენი რისხვა?!+   ნუთუ აღარ გამოგვაცოცხლებ,+რათა შენით გაიხაროს შენმა ხალხმა?!+   გვიჩვენე შენი სიკეთე*, იეჰოვა,+და გვიხსენი.+   მოვისმენ, რასაც ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, ილაპარაკებს,+რადგან მშვიდობას აუწყებს თავის ხალხს+ და თავის ერთგულებს.ნუღარ გახდებიან ისინი თავდაჯერებულები.+   მის მოშიშთათვის არ დააყოვნებს მისგან ხსნა,+რათა დიდება დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში.+ 10  სიკეთე და ჭეშმარიტება შეხვდნენ ერთმანეთს,+სიმართლემ და მშვიდობამ ერთმანეთი გადაკოცნეს.+ 11  ჭეშმარიტება აღმოცენდება დედამიწიდან+და სიმართლე გადმოიხედავს ზეციდან.+ 12  იეჰოვა მოგვცემს ყოველივე კარგს+და ჩვენი მიწა მოგვცემს მოსავალს.+ 13  მის წინაშე ივლის სიმართლე+და მის ნაკვალევზე გავლით გზას გაკვალავს.+

სქოლიოები

იხილეთ 77:8-ის სქოლიო.