ფს. 86:1—17

დავითის ლოცვა 86  ყური მომაპყარი, იეჰოვა. მიპასუხე,+რადგან დაჩაგრული და საწყალი ვარ.+   დაიფარე ჩემი სული, რადგან ერთგული ვარ.+შენა ხარ ჩემი ღმერთი, იხსენი შენი მსახური, რომელიც შენზეა მონდობილი.+   წყალობა მიყავი, იეჰოვა,+რადგან მთელი დღე შენ მოგიხმობ.+   გაახარე შენი მსახურის სული,+რადგან შენკენ აღვაპყრობ სულს, იეჰოვა!+   კარგი ხარ,+ იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის;+დიდია შენი სიკეთე* მათ მიმართ, ვინც შენ გიხმობს.+   ყური მოაპყარი ჩემს ლოცვას, იეჰოვა,+და ყურად იღე ჩემი ვედრება.+   შენ მოგიხმობ გაჭირვების დღეს,+რადგან მიპასუხებ.+   არავინ არის შენი მსგავსი ღმერთებს შორის, იეჰოვა,+ვერავინ აკეთებს შენებრ საქმეებს.+   მოვა შენი შექმნილი ყველა ხალხი,+მდაბლად თაყვანს გცემს, იეჰოვა,+და განადიდებენ შენს სახელს.+ 10  დიდებული ხარ და საოცარია შენი საქმეები,+მხოლოდ შენა ხარ ღმერთი.+ 11  მასწავლე შენი გზა, იეჰოვა.+ვივლი შენი ჭეშმარიტებით.+მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის.+ 12  მთელი გულით ხოტბას გასხამ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს, 13  რადგან დიდია შენი სიკეთე ჩემდამი,+შენ დაიხსენი ჩემი სული* სამარიდან*, მისი სიღრმიდან.+ 14  ღმერთო, კადნიერები აღსდგნენ ჩემ წინააღმდეგ+და ულმობელთა მთელი კრებული დაეძებს ჩემს სულს,+შენ არ წარმოგიდგენენ თვალწინ.+ 15  მაგრამ შენ, იეჰოვა, გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთი ხარ,+რისხვაში ნელი+ და სიკეთითა და ჭეშმარიტებით სავსე.+ 16  მომხედე და წყალობა მიყავი,+მიეცი შენი ძალა შენს მსახურს+და იხსენი შენი მხევლის ძე.+ 17  გამოავლინე შენი სიკეთე ჩემ მიმართ,რათა ჩემმა მოძულეებმა დაინახონ ეს და შერცხვნენ,+რადგან შენ დამეხმარე და მანუგეშე, იეჰოვა.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.