ფს. 87:1—7

კორახის ძეების ფსალმუნი, სიმღერა 87  წმინდა მთებშია მისი საფუძველი.+   სიონის კარიბჭეები უფრო უყვარს იეჰოვას,+ვიდრე იაკობის კარვები.+   დიდებულ რამეებს ლაპარაკობენ შენზე, ჭეშმარიტი ღვთის ქალაქო.+ სელა.   მოვიხსენიებ რახაბსა+ და ბაბილონს+ მათ შორის, ვინც მიცნობს.აი ფილისტიმი,+ ტვიროსი და ქუში:„ის აქ დაიბადა“.+   სიონის შესახებ იტყვიან:„აქ დაიბადა ყოველი მათგანი“.+უზენაესი+ განამტკიცებს მას.+   იეჰოვა განაცხადებს ხალხთა აღწერისას:+„ის აქ დაიბადა“.+ სელა.   იქნებიან მომღერლები და მოცეკვავეები,+ რომლებიც იტყვიან:„შენშია ყველა ჩემი წყარო“.+

სქოლიოები