ფს. 88:1—18

კორახის ძეების სიმღერა, ფსალმუნი. გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი, რიგ-რიგობით სამღერად. ეზრახელი ჰემანის+ მასქილი 88  იეჰოვა, ჩემი ხსნის ღმერთო,+დღისით შემოგღაღადებ+და ღამითაც შენ მოგიხმობ.+   შენ წინაშე მოვა ჩემი ლოცვა.+ყური მოაპყარი ჩემს მუდარას.+   ეყო უბედურება ჩემს სულს,+ჩემი სიცოცხლე სამარის* პირასაა.+   საფლავში* ჩამსვლელთა შორის შევირაცხე;+დაუძლურებულ ვაჟკაცს დავემსგავსე,+   მკვდარივით გათავისუფლებულს,+საფლავში მწოლიარე მოკლულს,+რომელიც აღარ გახსოვსდა რომელიც მოშორებულია შენს მშველელ ხელს.+   შენ ჩამაგდე ძალიან ღრმა ორმოში,ბნელ ადგილებში, დიდ უფსკრულში.+   ჩემზე გადმოანთხიე რისხვა+და შენი ზვირთებით შემავიწროვე.+ სელა.   ნაცნობები ჩამომაშორე,+მათთვის სისაძაგლედ მაქციე.+შებოჭილი ვარ და ვეღარ ვინძრევი.+   თვალი დამისუსტდა გაჭირვებისგან.+მთელი დღე შენ მოგიხმობ, იეჰოვა,+შენკენ ვიწვდი ხელებს.+ 10  განა სასწაულს მოახდენ მკვდართათვის?!+განა წამოდგებიან უსიცოცხლონი+და ხოტბას შეგასხამენ?!+ სელა. 11  განა გააცხადებენ შენს სიკეთეს* საფლავშიდა შენს ერთგულებას — ხრწნის ადგილზე?!+ 12  განა გაიგებენ შენს სასწაულს სიბნელეში+ან შენს სიმართლეს — დავიწყების ქვეყანაში?!+ 13  შენ გთხოვ შველას, იეჰოვა,+და შენ გეგებება დილაობით ჩემი ლოცვა.+ 14  იეჰოვა, რატომ მიაგდე ჩემი სული?+რატომ მიმალავ სახეს?+ 15  ბავშვობიდან მოყოლებული დაჩაგრული ვარ და არაერთხელ ვყოფილვარ სიკვდილის პირას;+გადატანილი მაქვს შენგან მოვლენილი საშინელებები.+ 16  თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ,+შენმა შიშის ზარმა დამადუმა.+ 17  მთელი დღე გარს მივლიან წყალივით,+ერთბაშად შემომერტყნენ. 18  შენ განმაშორე ჩემი მეგობარი და ახლობელი;+სიბნელეა ჩემი ნაცნობი.+

სქოლიოები

იხილეთ 86:13-ის სქოლიო სამარესთან.
სიტყვასიტყვით — ორმოში.
იხილეთ 86:5-ის სქოლიო.