ფს. 89:1—52
მასქილი. ეზრახელი ეთანის+ ფსალმუნი
89 იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიკეთეზე* ვიმღერებ მარადიულად,+თაობიდან თაობაში ვაუწყებ შენს ერთგულებას ჩემი ბაგით.+
2 ვთქვი: „მარადიულად გასტანს სიკეთე,+ცაში გაქვს განმტკიცებული შენი ერთგულება“.+
3 «შეთანხმება დავუდე ჩემს რჩეულს,+შევფიცე ჩემს მსახურს, დავითს:+
4 „სამარადისოდ განვამტკიცებ შენს შთამომავალს+და თაობიდან თაობამდე დავადგენ შენს ტახტს“».+ სელა.
5 ზეცა შეასხამს ხოტბას შენს საოცარ საქმეს, იეჰოვა,+და შენს ერთგულებას წმინდათა კრებულში.
6 ვინ შეედრება ზეცაში იეჰოვას?+ვინ შეედრება იეჰოვას ღვთის ძეებს* შორის?+
7 ღვთის შიში უნდა ჰქონდეთ წმინდებს, ახლოს რომ არიან მასთან.+დიდებული და შიშის მომგვრელია ის მის ირგვლივ მყოფთა შორის.+
8 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო,+ვინ არის შენსავით ძლიერი, იაჰ*?+ყოველმხრივ ერთგული ხარ.+
9 შენ მართავ ზღვის აქოჩრილ ტალღებს+და მის აღმართულ ტალღებს შენ ამშვიდებ.+
10 შენ ისე შემუსრე რახაბი,+ რომ მოკლულს დაამსგავსე.+ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.+
11 შენია ცა+ და შენია დედამიწა;+შენ დააფუძნე მიწა და ყველაფერი,+ რაც მასზეა.+
12 შენ შექმენი ჩრდილოეთი და სამხრეთი,+თაბორი+ და ხერმონი+ სიხარულით ყიჟინებენ და აქებენ შენს სახელს.+
13 შენი მკლავი ძლევამოსილია,+ძლიერია შენი ხელი;+ამაღლებულია შენი მარჯვენა.+
14 სიმართლე და სამართლიანობაა შენი ტახტის საფუძველი;+შენ წინაშე დგანან სიკეთე და ჭეშმარიტება.+
15 ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი.+იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი.+
16 შენი სახელით ხარობენ მთელი დღე+და შენი სიმართლით არიან ამაღლებულნი.+
17 შენა ხარ მათი ძალის მშვენება,+შენი კეთილგანწყობის გამო გვაქვს რქა* ამაღლებული.+
18 იეჰოვას ეკუთვნის ჩვენი ფარი+და ჩვენი მეფე — ისრაელის წმინდას.+
19 მაშინ შენ ხილვაში ელაპარაკე შენს ერთგულებს+და უთხარი:«შველა ვუბოძე ძლიერს,+ხალხში ავამაღლე რჩეული.+
20 ვპოვე დავითი, ჩემი მსახური,+ჩემი წმინდა ზეთით ვცხე იგი.+
21 მასთან მტკიცედ იქნება ჩემი ხელი,+მას გააძლიერებს ჩემი მკლავი.+
22 მტერი ვერაფერს გამოსძალავს მას+და ვერც უმართლობის ძე დაჩაგრავს.+
23 მის წინაშე შევმუსრე მისი მტრები,+დავარტყი მის მოძულეებს.+
24 მასთანაა ჩემი ერთგულება და ჩემი სიკეთე,+ჩემი სახელით არის მისი რქა ამაღლებული.+
25 ზღვაზე გადავაწვდენინე ხელი+და მდინარეზე — მარჯვენა.+
26 ის შემომძახის: „შენ მამაჩემი ხარ,+ჩემი ღმერთი+ და ჩემი ხსნის კლდე“.+
27 დავაყენებ მას, როგორც პირმშოს,+ყველაზე ამაღლებული მეყოლება დედამიწის მეფეთა შორის.+
28 მარადიულად შევუნახავ ჩემს სიკეთეს+და ჩემი შეთანხმება სანდო იქნება მისთვის.+
29 სამუდამოდ დავაფუძნებ მის შთამომავალს,+მანამ იდგება მისი ტახტი, ვიდრე ცა არსებობს.+
30 თუ მისი ძეები მიატოვებენ ჩემს კანონს+და არ ივლიან ჩემი სამართლით,+
31 თუ შებღალავენ ჩემს წესებსდა არ დაიცავენ ჩემს მცნებებს,
32 მაშინ ჯოხით მოვკითხავ პასუხს ცოდვებისთვის+და დარტყმებით — დანაშაულისთვის.+
33 მაგრამ არ მოვუშლი ჩემს სიკეთეს მას+და არ ვუღალატებ ჩემს ერთგულებას;+
34 არ შევბღალავ ჩემს შეთანხმებას+და ჩემი პირით ნათქვამს არ შევცვლი.+
35 ერთხელ დავიფიცე ჩემი სიწმინდით,+ტყუილს არ ვეტყვი დავითს.+
36 მარადიულად იარსებებს მისი შთამომავალი+და მისი ტახტი — როგორც მზე ჩემ წინაშე.+
37 მარადიულად იქნება დაფუძნებული მთვარესავით,ერთგული მოწმესავით, ზეცაში რომ არის». სელა.
38 მაგრამ შენ მიაგდე და შეიჯავრე,+განრისხდი შენს ცხებულზე.+
39 უგულებელყავი შენს მსახურთან დადებული შეთანხმება,მიწამდე დაამცირე მისი გვირგვინი.+
40 შენ დაუნგრიე მას ქვით ნაშენი ფარეხები;+ნანგრევებად უქციე სიმაგრეები.+
41 ვინც გზად ჩაუარა, ყველამ გაძარცვა იგი;+შეურაცხყოფილი გახდა მეზობლებისგან.+
42 შენ აუმაღლე მის მტრებს მარჯვენა,+გაახარე ყველა მისი მტერი.+
43 კვლავ დაუპირისპირდი მის მახვილს+და არ გაამარჯვებინე ბრძოლაში.+
44 შენ დაუკარგე მას ბრწყინვალება+და მიწას დაანარცხე მისი ტახტი.+
45 შენ შეუმოკლე ახალგაზრდობის დღეები,შემოსე ის სირცხვილით.+ სელა.
46 იეჰოვა, როდემდე იქნები დამალული? სამარადისოდ?+კვლავ ცეცხლივით იგიზგიზებს შენი რისხვა?+
47 გაიხსენე ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა.+ნუთუ ამაოებისთვის შექმენი ადამიანის ძეები?!+
48 რომელი ცოცხალი კაცი არ იხილავს სიკვდილს?+დაიხსნის თავის სულს* სამარის* ხელიდან?!+ სელა.
49 სად არის შენი უწინდელი სიკეთე, იეჰოვა,რომელზეც დავითს შეჰფიცე შენი ერთგულებით?+
50 გაიხსენე, იეჰოვა, შენი მსახურის შეურაცხყოფა,+როგორ ვატარებდი უბით შეურაცხყოფას ყველა ხალხისგან,+
51 როგორ შეურაცხყოფენ შენი მტრები, იეჰოვა,+როგორ შეურაცხყოფენ შენი ცხებულის ნაკვალევს.+
52 მარადიულად კურთხეული იყოს იეჰოვა. ამინ*! ამინ!+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
^ ანუ ანგელოზებს შორის.
^ ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
^ იხილეთ 75:4-ის სქოლიო.
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ იხილეთ 86:13-ის სქოლიო სამარესთან.
^ იხილეთ 72:19-ის სქოლიო.