ფს. 9:1—20
გუნდის ხელმძღვანელს: მუთ-ლაბენი*. დავითის სიმღერა
א [ალეფ]
9 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+და ყველა შენს საოცარ საქმეს ვაუწყებ!+
2 შენით ვიხარებ და ვიმხიარულებ,+ქებას ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.+
ב [ბეთ]
3 როცა ჩემი მტრები მობრუნდებიან,+წაბორძიკდებიან და დაიღუპებიან შენ წინაშე.+
4 შენ გამიჩინე სამართალი და განიხილე ჩემი საქმე,+შენ ზიხარ ტახტზე და სიმართლით ასამართლებ.+
ג [გიმელ]
5 შენ კიცხავ ხალხებს+ და ანადგურებ ბოროტს;+სამუდამოდ შლი მათ სახელს.+
6 დასასრულს მიუახლოვდა მტრის გაპარტახება,+ასევე ქალაქებისა, შენ რომ ამოძირკვე;+გაქრება მათი სახსენებელი.+
ה [ჰე]
7 იეჰოვა კი მარადიულად იმეფებს,+თავისი ტახტი გასასამართლებლად ექნება განმტკიცებული.+
8 ის სიმართლით გაასამართლებს მთელ ქვეყნიერებას;+სიმართლით გაასამართლებს ერებს.+
ו [ვავ]
9 იეჰოვა იქნება თავშესაფარი მაღლობზე ყოველი დაჩაგრულისთვის,+მაღლობზე მდებარე თავშესაფარი გაჭირვების დროს.+
10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი,+რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა.+
ז [ზაინ]
11 ქება უმღერეთ იეჰოვას, რომელიც სიონში მკვიდრობს!+აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები!+
12 როცა ის სისხლისმღვრელებს+ ეძებს, ახსოვს დაჩაგრულები;+ის არ დაივიწყებს მათ ღაღადს.+
ח [ხეთ]
13 წყალობა მიყავი, იეჰოვა! დაინახე, რა გაჭირვებაში ვარ ჩემს მოძულეთა გამო!+შენ გამოგყავარ სიკვდილის კარიბჭეებიდან,+
14 რათა ვაუწყო შენი სანაქებო საქმეები+სიონის ასულის+ კარიბჭეებთან+და გავიხარო შენგან ხსნით.+
ט [ტეთ]
15 თავიანთივე ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ხალხები,+თავიანთივე დამალულ ბადეში+ გაებათ ფეხი.+
16 იეჰოვა ცნობილია იმ განაჩენით, რომელიც აღასრულა.+ბოროტი თავისივე ხელის ნამოქმედარმა გააბა მახეში.+ჰიგაიონი*. სელა.
י [ჲოდ]
17 სამარეში*+ ჩავა ბოროტი+ ხალხი,ყველა ერი, რომელმაც ღმერთი დაივიწყა.+
18 ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული;+არასოდეს გაქარწყლდება თვინიერთა იმედი.+
כ [ქაფ]
19 აღსდექ, იეჰოვა! ნუ იქნება მოკვდავი უფრო ძლიერი.+გასამართლდნენ ხალხები შენ წინაშე.+
20 შიში ჩაუნერგე მათ, იეჰოვა,+რათა იცოდნენ ხალხებმა, რომ მოკვდავნი არიან.+ სელა.
სქოლიოები
^ უცნობი მნიშვნელობის ებრაული გამოთქმა, რომელსაც ზოგჯერ თარგმნიან, როგორც „ვაჟის სიკვდილზე“.
^ ებრაული მუსიკალური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.
^ იხილეთ 6:5-ის სქოლიო.