ფს. 90:1—17
ჭეშმარიტი ღვთის მსახურის, მოსეს, ლოცვა+
90 იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი+თაობიდან თაობაში.+
2 სანამ მთები გაჩნდებოდნენ+და სანამ დედამიწასა+ და ნაყოფიერ მიწას+ წარმოშობდი თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით,მარადიულად* შენა ხარ ღმერთი.+
3 კვლავ მტვრად აქცევ მოკვდავ ადამიანს+და ეტყვი: „მტვერს დაუბრუნდით, ადამიანის ძეებო“.+
4 შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, განვლილი დღესავით არის,+და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს.+
5 შენ აღგავე ისინი;+ ძილს დაემსგავსნენ;+დილაობით მწვანე ბალახივით არიან, რომელიც იცვლება.+
6 დილით იფურჩქნება, შემდეგ კი იცვლება;+საღამოს ჭკნება და ხმება.+
7 შენმა რისხვამ ბოლო მოგვიღო+და შენმა მრისხანებამ შეგვაძრწუნა.+
8 შენ წინ დაიდე ჩვენი დანაშაული,+ჩვენი ფარული საქმეები — შენი მბრწყინავი სახის წინაშე.+
9 ჩვენი დღეები იწურება შენი რისხვით;+ამონასუნთქივით ვკარგავთ ჩვენს წლებს.+
10 ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია;+განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი,+მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე;+სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.+
11 ვინ იცის შენი რისხვის ძალა+და ვინ იცის შენი მრისხანება? ის ისეთივე დიდია, როგორც შიში, რომელსაც შენ მიმართ უნდა ავლენდნენ.+
12 გვასწავლე, ისე დავითვალოთ ჩვენი დღეები,+რომ ბრძენი გული შევიძინოთ.+
13 დაბრუნდი, იეჰოვა!+ როდემდე?+შეიბრალე შენი მსახურები!+
14 შენი სიკეთით*+ გაგვაძღე დილაობით,რათა სიხარულით ვიყიჟინოთ და გავიხაროთ მთელი ჩვენი დღენი.+
15 იმდენ ხანს გაგვახარე, რამდენ ხანსაც შეგვაჭირვე,+რამდენი წელიც უბედურებას ვიტანდით.+
16 იხილონ შენი საქმენი შენმა მსახურებმა+და შენი სიდიადე — მათმა ძეებმა.+
17 ჩვენთვის იყოს იეჰოვას, ჩვენი ღვთის, მშვენება;+ჩვენი ნახელავი ჩვენთვის განამტკიცე;+განამტკიცე ჩვენი ნახელავი.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.