ფს. 91:1—16

91  უზენაესის+ საფარში დამკვიდრებული+ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს.+   ვეტყვი იეჰოვას: „ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ,+ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“.+   ის დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან,+უბედურების მომტანი ჭირისგან.+   ფრთებით ჩაკეტავს შენთან მოსასვლელს+და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს.+მისი ჭეშმარიტება+ დიდი ფარი+ და სიმაგრე იქნება შენთვის.   ვერავითარი საშინელება ვერ შეგაშინებს ღამით,+ვერც ისარი,+ დღისით რომ მიფრინავს,   ვერც წყვდიადში მოარული ჭირი+და ვერც განადგურება, შუადღისას რომ ძარცვავს.+   შენ გვერდით დაეცემა ათასიდა ათი ათასი — შენ მარჯვნივ,შენ კი არაფერი მოგეკარება.+   მხოლოდ თვალებით შეხედავ+და დაინახავ ბოროტთა საზღაურს.+   შენ თქვი: იეჰოვააო ჩემი თავშესაფარი,+და ამგვარად, შენს სამკვიდროდ აქციე უზენაესი;+ 10  უბედურება არ დაგატყდება თავს+და წყლული ვერ გაეკარება შენს კარავს.+ 11  ის თავის ანგელოზებს უბრძანებს,+რომ ყველა შენს გზაზე დაგიცვან.+ 12  ხელში აყვანილს გატარებენ,+რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.+ 13  ლომსა და კობრას გათელავ,+ფაფრიან ლომსა და დიდ გველს ფეხით შესდგები.+ 14  „რადგან შემიყვარა,+მეც გადავარჩენ.+დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი.+ 15  ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ.+მასთან ვიქნები გასაჭირში.+ვიხსნი და განვადიდებ.+ 16  დღეგრძელობით გავაძღებ+და ვუჩვენებ ჩემგან ხსნას“.+

სქოლიოები