ფს. 92:1—15

ფსალმუნი, სიმღერა შაბათისთვის 92  კარგია, ვმადლობდეთ იეჰოვას+და ქებას ვუმღეროდეთ შენს სახელს, უზენაესო;+   დილით შენს სიკეთეზე* ვლაპარაკობდეთ+და ღამით — შენს ერთგულებაზე+   ათსიმიანი საკრავისა და ლუტნის თანხლებით+და ქნარზე აჟღერებული ჰანგით.+   შენ გამახარე, იეჰოვა, შენი საქმეებით;სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო.+   რა დიდებულია შენი საქმეები, იეჰოვა!+ძალიან ღრმაა შენი აზრები.+   უგუნური ვერ ჩასწვდება მათ+და სულელი ვერ გაიგებს ამას.+   როცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი+და სიავის მქნელნი გაიფურჩქნებიან,სამუდამოდ მოისპობიან ისინი.+   შენ კი, იეჰოვა, ყველაზე აღმატებული ხარ მარადიულად!+   აი შენი მტრები, იეჰოვა,+დაიღუპებიან შენი მტრები;+სიავის მქნელნი გაიფანტებიან.+ 10  შენ ამიმაღლებ რქას*, როგორც გარეულ ხარს,+ახალ ზეთს ვიცხებ.+ 11  თვალს მივადევნებ ჩემს მტრებს,+ყურით მოვისმენ ჩემ წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედთა დამარცხების ამბავს. 12  პალმასავით გაიფურჩქნება მართალი,+ლიბანის კედარივით დიდი გაიზრდება.+ 13  გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში,+ღვთის ეზოებში+ დანერგილნი. 14  გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან,+ძალით სავსენი და ქორფანი,+ 15  რათა აუწყონ, რომ მართალია იეჰოვა.+ის არის ჩემი კლდე,+ არ არის მასში უმართლობა.+

სქოლიოები

იხილეთ 90:14-ის სქოლიო.
ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.