ფს. 94:1—23
94 შურისმაძიებელო ღმერთო, იეჰოვა,+შურისმაძიებელო ღმერთო, გამოანათე!+
2 აღსდექ, დედამიწის მოსამართლევ!+საზღაური მიაგე ამპარტავნებს.+
3 როდემდე, იეჰოვა,+როდემდე უნდა ხარობდნენ ბოროტები?+
4 სიტყვებს აფრქვევენ, თავშეუკავებლად ლაპარაკობენ;+ყველა სიავის მქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს.+
5 შენს ხალხს მუსრავენ, იეჰოვა,+შენს მემკვიდრეობას ჩაგრავენ.+
6 ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ,+უმამო ბავშვებს ხოცავენ,+
7 ამბობენ: ვერ ხედავსო იაჰი*+და იაკობის ღმერთი ვერ იგებსო ამას.+
8 გაიგეთ თქვენ, უგუნურებო.+სულელებო, როდის გექნებათ წვდომის უნარი?+
9 განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი?!+თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?!+
10 განა ვერ შეაგონებს ერების გამომასწორებელი,+ადამიანებისთვის ცოდნის მიმცემი?!+
11 იეჰოვამ იცის ადამიანთა ფიქრები, იცის, რომ ერთი ამონასუნთქივითაა ისინი.+
12 იაჰ, ბედნიერია კაცი, რომელსაც შეცდომაზე მიუთითებ+და რომელსაც შენს კანონს ასწავლი,+
13 რათა მოასვენო უბედურების დღეებისგან,+სანამ ორმო ითხრება ბოროტისთვის.+
14 იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს,+არ დატოვებს თავის მემკვიდრეობას.+
15 ისევ სიმართლეს დაუბრუნდება სამართალი+და ყველა გულმართალი მას მიჰყვება.
16 ვინ აღუდგება წინ ბოროტმოქმედებს ჩემი გულისთვის?+ვინ დადგება სიავის მქნელთა წინააღმდეგ ჩემთვის?+
17 იეჰოვა რომ არ დამხმარებოდა,+მალევე დამკვიდრდებოდა მდუმარებაში ჩემი სული*.+
18 როცა ვთქვი, წავფორხილდები-მეთქი,+იეჰოვა, შენმა სიკეთემ* გამამაგრა.+
19 როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა,+შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს.+
20 განა შეკრავს შენთან კავშირს ტახტი, რომელიც უბედურებას იწვევს+და სირთულეებს ქმნის დადგენილებით?+
21 ისინი სასტიკად ესხმიან თავს მართლის სულს+და უდანაშაულოს სისხლსაც კი დამნაშავედ აცხადებენ.+
22 იეჰოვა იქნება ჩემი თავშესაფარი მაღლობზე,+ჩემი ღმერთი იქნება ჩემი თავშესაფარი კლდე.+
23 მათ დაუბრუნებს მათივე სიავეს+და მათივე უბედურებით დაადუმებს.+იეჰოვა, ჩვენი ღმერთი დაადუმებს მათ.+
სქოლიოები
^ ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ იხილეთ 90:14-ის სქოლიო.