ფს. 95:1—11
95 მოდით, სიხარულით შევძახოთ იეჰოვას!+სიხარულით შევყიჟინოთ ჩვენი ხსნის კლდეს!+
2 სამადლობლით წარვდგეთ მისი სახის წინაშე;+ვუმღეროთ და სიხარულით შევყიჟინოთ მას!+
3 დიდებული ღმერთია იეჰოვა,+დიდებული მეფეა, ყველა ღმერთზე აღმატებული.+
4 მის ხელშია დედამიწის სიღრმეები+და მისია მთათა მწვერვალები;+
5 მისია ზღვა, რომელიც თვითონ შექმნა;+მისმა ხელმა შექმნა ხმელეთი.+
6 შემოდით, თაყვანი ვცეთ მას და ქედი მოვიხაროთ მის წინაშე;+მუხლი მოვიყაროთ+ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე!+
7 ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი საძოვრის ხალხი ვართ და ცხვარი მის ხელში.+დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ,+
8 ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მერიბაში+და მასაში, უდაბნოში,+
9 როცა თქვენმა მამა-პაპამ გამომცადა;+მათ შემამოწმეს და იხილეს ჩემი საქმეები.+
10 ორმოც წელს მძულდა ეს თაობა+და ვთქვი:„გულით თვითნება ხალხია+და არ შეუცვნიათ ჩემი გზა“.+
11 ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას,+ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში.+