ფს. 96:1—13

96  უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა!+უმღერეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+   უმღერეთ იეჰოვას, აკურთხეთ მისი სახელი.+დღითი დღე ახარეთ მისგან ხსნა.+   აუწყეთ მისი დიდება ერებს+და მისი საოცარი საქმეები — ხალხებს,+   რადგან დიდებულია იეჰოვა+ და დიდად საქები;ყველა ღმერთზე მეტად შიშის მომგვრელია იგი.+   ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია,+იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+   ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე,+ძალა და მშვენიერებაა მის საწმინდარში.+   მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო,+მიაგეთ იეჰოვას დიდება და ძალა!+   მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება,+წაიღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.+   მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას წმინდა სამოსლით შემოსილებმა;+თრთოდეთ* მის წინაშე, დედამიწის მკვიდრნო!+ 10  უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა.+მიწაც დაფუძნდა და არ მოირყევა.+სიმართლით გამოესარჩლება ის ხალხებს“.+ 11  გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ,+იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+ 12  გაიხაროს ტრიალმა მინდორმა და ყველაფერმა, რაც მასზეა.+ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს+ 13  იეჰოვას წინაშე, რადგან მოვიდა იგი,+მოვიდა დედამიწის გასასამართლებლად.+ის სიმართლით გაასამართლებს ქვეყნიერებას+და ერთგულებით+ — ხალხებს.

სქოლიოები

ან მწვავე ტკივილები გქონდეთ.