ფს. 97:1—12

97  გამეფდა იეჰოვა!+ გაიხაროს დედამიწამ.+იმხიარულონ კუნძულებმა.+   ღრუბლებითა და ბინდით არის გარემოცული ღმერთი;+სიმართლე და სამართლიანობაა მისი ტახტის საფუძველი.+   მის წინ დადის ცეცხლი+და ყოველ მხარეს შთანთქავს მის მოწინააღმდეგეებს.+   მისმა ელვამ გაანათა მიწა,+დაინახა დედამიწამ და მწვავე ტკივილები დაეწყო.+   ცვილივით დადნა მთები იეჰოვას,+მთელი დედამიწის უფლის გამო.+   ცა აცხადებს მის სიმართლეს+და ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.+   შერცხვეს ყველა, ვინც ქანდაკებებს ემსახურება,+ვინც არაფრის მაქნისი ღმერთებით იკვეხნის.+მდაბლად თაყვანი ეცით მას, ღმერთებო.+   მოისმინა სიონმა და გაიხარა,+გამხიარულდნენ იუდას პატარა ქალაქები+შენი სამართლის გამო, იეჰოვა.+   იეჰოვა, შენ უზენაესი ხარ მთელ დედამიწაზე,+ყველა ღმერთზე მეტად ხარ ამაღლებული.+ 10  იეჰოვას მოყვარულნო,+ შეიძულეთ ბოროტება.+ის იცავს თავის ერთგულთა სულებს,+ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.+ 11  სინათლემ გამოანათა მართალთათვის+და მხიარულებამ — გულმართალთათვის.+ 12  გაიხარეთ იეჰოვათი, მართლებო,+და მადლობდეთ მის წმინდა სახსენებელს.+

სქოლიოები