ფს. 98:1—9

სიმღერა 98  უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა,+რადგან საოცარი საქმეები მოიმოქმედა.+მან თავისი მარჯვენით, თავისი წმინდა მკლავით მოიპოვა ხსნა.+   იეჰოვამ ცნობილი გახადა თავისი ხსნა;+ხალხების თვალწინ გამოავლინა თავისი სიმართლე.+   გაიხსენა, რომ სიკეთესა* და ერთგულებას დაჰპირდა ისრაელის სახლს.+დედამიწის კიდეებმა იხილეს ხსნა ჩვენი ღვთისგან.+   სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო,+იმხიარულეთ, სიხარულით შესძახეთ და ქება უმღერეთ.+   ქება უმღერეთ იეჰოვას ქნარით,+ქება უმღერეთ ქნარით და უგალობეთ.+   საყვირებითა და ბუკის ხმით+სიხარულით იყიჟინეთ მეფის, იეჰოვას, წინაშე.   იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+მიწამ და მასზე მცხოვრებლებმა!+   ტაში შემოჰკრან მდინარეებმადა ყველა მთამ ერთად შესძახოს სიხარულით+   იეჰოვას წინაშე, რადგან მოვიდა ის დედამიწის გასასამართლებლად!+ის სიმართლით გაასამართლებს ქვეყნიერებას+და სამართლიანად — ხალხებს.+

სქოლიოები

იხილეთ 90:14-ის სქოლიო.