ქებათა ქება 1:1—17
1 სოლომონის+ უმშვენიერესი სიმღერა:+
2 „მაკოცოს თავისი ბაგეებით.+ შენი ალერსი ღვინოს სჯობია.+
3 შენი ზეთი+ სურნელოვანია. შენი სახელი დაღვრილი ზეთივითაა.+ ამიტომაც უყვარხარ ქალწულებს.
4 წამიყვანე+ და ერთად გავიქცეთ! მეფემ შემიყვანა თავის შიდა ოთახებში!+ ერთად ვიხაროთ და ვიმხიარულოთ. ღვინოზე მეტად შენი ალერსი მოვიხსენიოთ.+ შენ დაიმსახურე მათი სიყვარული.+
5 იერუსალიმის ასულნო,+ შავგვრემანი ასული ვარ, მაგრამ მშვენიერი. კედარის კარვებს+ ვგავარ და სოლომონის კარვის ქსოვილს.+
6 ნუ უყურებთ ჩემს სიშავეს, რადგან მზემ დამხედა. დედაჩემის ვაჟები განმირისხდნენ. ვენახის მცველად დამაყენეს, ჩემი ვენახი+ კი ვერ დავიცავი.
7 მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო,+ სად მწყემსავ,+ სად ასვენებ შენს ფარას შუადღისას? რატომ უნდა დავემსგავსო შენს მეგობართა ფარებში სამგლოვიაროდ ჩაცმულ ქალს?!“
8 „თუ არ იცი, წადი და გაჰყევი ფარის ნაკვალევს და მწყემსთა კარვებთან აძოვე შენი თიკნები, ულამაზესო ქალთა შორის“.+
9 „ფარაონის ეტლში შებმულ ჩემს ფაშატს მიგამსგავსე,+ ჩემო საყვარელო.+
10 მშვენიერია შენი ლოყები ნაწნავთა შორის, ყელი მძივებით გაქვს შემკული.+
11 ოქროს გვირგვინებს გაგიკეთებთ,+ ვერცხლით მოვჭედავთ“.
12 „სანამ მეფე თავის მრგვალ მაგიდასთან ზის, ჩემი ნარდი+ სურნელებას აფრქვევს.+
13 სმირნით+ სავსე ქისასავითაა ჩემი სატრფო ჩემთვის; ჩემს ძუძუთა+ შორის გაათევს ღამეს.
14 ინის+ მტევანივითაა ჩემი სატრფო ჩემთვის ენ-გედის+ ვენახებში“.
15 „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!+ რა ლამაზი ხარ! თვალები მტრედისას მიგიგავს“.+
16 „რა ლამაზი ხარ,+ ჩემო სატრფოვ, და რა მშვენიერი! ფოთლებია ჩვენი საწოლი.+
17 კედრისაა+ ჩვენი დიდებული სახლის ძელები, ჭერი კი ღვიის ხეა“.