ქებათა ქება 2:1—17

2  „ზღვისპირა დაბლობზე+ ამოსული ზაფრანა+ ვარ, ველის შროშანი“.+  „როგორც შროშანი ეკლიან სარეველებს შორის, ასევეა ჩემი სატრფო ქალიშვილებს შორის“.+  «როგორც ვაშლის ხეა+ ტყის ხეებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ვაჟებს შორის.+ მის ჩრდილქვეშ ყოფნა მწყურია და იქ ვზივარ, ტკბილია მისი ნაყოფი ჩემი სასისთვის.  შემიყვანა ღვინის სახლში,+ სიყვარულის+ დროშა+ გამიშალა თავზემოთ.  ხალხო, გამომაცოცხლეთ ქიშმიშის კვერებით+ და გამამაგრეთ ვაშლით, რადგან დამასნეულა სიყვარულმა.+  მისი მარცხენა ხელი თავქვეშ მიდევს და მისი მარჯვენა მეხვევა.+  იერუსალიმის ასულნო, ქურციკებსა+ და მინდვრის ფურირმებს+ გაფიცებთ,+ ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!+  ჩემი სატრფოს ხმა ისმის!+ აი, მოდის,+ მთებზე მოძვრება, გორებზე მოხტის.  ქურციკსა+ და ირემს ჰგავს ჩემი სატრფო. აი, ჩვენი კედლის მიღმა დგას, სარკმელში იყურება, ცხაურაში იჭვრიტება.+ 10  ჩემმა სატრფომ მითხრა: „ადექი, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო,+ და გამოდი.+ 11  ნახე, წვიმების დრომ+ გადაიარა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო, თავისი გზით წავიდა. 12  ყვავილები გამოჩნდა მიწაზე,+ ვაზის გასხვლის+ დრო მოვიდა, გვრიტის+ ხმა ისმის ჩვენს მიწაზე. 13  ლეღვის+ საადრეო ნაყოფმა+ სიმწიფის ფერი მიიღო; ვაზი ყვავის და სურნელებას აფრქვევს. ადექი, ჩემო საყვარელო,+ ჩემო ლამაზო, და გამოდი. 14  ჩემო მტრედო,+ კლდის მყუდრო ადგილას, ციცაბო ფერდობის სამალავში მიმალულო, დამენახვე,+ გამაგონე შენი ხმა, რადგან სასიამოვნოა იგი და შენ მშვენიერი ხარ“».+ 15  „ხალხო, დაგვიჭირეთ მელიები;+ პატარა მელიები, ვენახებს რომ გვიფუჭებენ, რადგან ყვავის ჩვენი ვენახები“.+ 16  „ჩემი სატრფო ჩემია, მე კი — მისი.+ შროშანთა+ შორის მწყემსავს+ იგი. 17  სანამ სუნთქავს დღე და ქრებიან ჩრდილები, მობრუნდი, ჩემო საყვარელო! ქურციკივით+ და ირემივით იყავი გამყოფ მთებზე“.

სქოლიოები