ქებათა ქება 3:1—11
3 „ღამ-ღამობით ჩემს საწოლში ვეძებდი ჩემი სულის შეყვარებულს.+ ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე.
2 გამიშვით, რომ ავდგე და მოვიარო ქალაქი;+ გამიშვით, რომ ქუჩებსა და მოედნებზე+ ვეძებო ჩემი სულის შეყვარებული. ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე.
3 შემომხვდნენ ქალაქის შემომვლელი გუშაგები;+ ჩემი სულის შეყვარებული ხომ არ გინახავთ-მეთქი?
4 როგორც კი გავცდი მათ, მაშინვე ვნახე ჩემი სულის შეყვარებული. ხელი წავავლე და არ ვუშვებდი, სანამ არ მივიყვანე დედაჩემის სახლში, მის შიდა ოთახში, ვინც ჩემზე ორსულად იყო.
5 იერუსალიმის ასულნო, ქურციკებსა და მინდვრის ფურირმებს+ გაფიცებთ,+ ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“+
6 „რა არის ეს, უდაბნოდან რომ მოდის კვამლის სვეტებივით, სმირნის, გუნდრუკისა+ და ვაჭართა ყველანაირი სურნელოვანი ფხვნილის სუნს რომ აფრქვევს?“+
7 „ეს სოლომონის ტახტია! ისრაელის ვაჟკაცთაგან სამოცი ვაჟკაცი ახვევია გარს;+
8 ყველას მახვილი უპყრია, ბრძოლაში არიან გაწაფული, ღამის საფრთხის გამო გვერდზე თითოეულს მახვილი ჰკიდია“.+
9 „ეს მეფე სოლომონის ტახტრევანია, რომელიც ლიბანის ხეებით+ გაიკეთა.
10 სვეტები ვერცხლისა აქვს, საყრდენები — ოქროსი. მისი დასაჯდომი მოშინდისფრო შალისაა და შიგნიდან სიყვარულითაა მორთული იერუსალიმის ასულთა მიერ“.
11 „გადით და ნახეთ, სიონის ასულნო, მეფე სოლომონი თავისი გვირგვინით,+ დედამისმა+ რომ დაუწნა ქორწილის დღეს, მისი გულის სიხარულის დღეს“.+