ქებათა ქება 8:1—14

8  „ნეტავ ჩემი ძმასავით ყოფილიყავი,+ დედაჩემის+ ძუძუ რომ უწოვია! გარეთ რომ მეპოვე, გაკოცებდი+ და ხალხი არ დამძრახავდა.  წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში მიგიყვანდი,+ იქ, სადაც ის მასწავლიდა. დაგალევინებდი სურნელოვან ღვინოს,+ ბროწეულის ახალგამოწურულ წვენს.  მისი მარცხენა ხელი თავქვეშ მედებოდა და მომეხვეოდა მისი მარჯვენა.+  გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“+  „ვინ არის ეს ქალი,+ უდაბნოდან+ რომ მოდის თავის სატრფოზე დაყრდნობილი?“+ „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე, იქ, სადაც დედაშენს შენი გაჩენისას მშობიარობის ტკივილები ჰქონდა; სადაც შენი მშობელი მშობიარობის ტკივილებით+ იტანჯებოდა.  ბეჭედივით დამსვი შენს გულზე,+ შენს მხარზეც ბეჭედივით დამსვი, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული,+ სამარესავით* შეუდრეკელია ერთგულება*.+ მისი ბრიალი ცეცხლის ბრიალია, იაჰის* ალია.+  ბევრი წყალიც კი ვერ ჩააქრობს სიყვარულს,+ ვერც მდინარეები წალეკავენ მას.+ კაცმა თავისი სახლის მთელი ძვირფასეულობაც რომ გაიღოს სიყვარულისთვის, ამ ძვირფასეულობას არაფრად ჩააგდებს ხალხი“.  „პატარა და+ გვყავს, რომელსაც ძუძუები ჯერ არ დამჩნევია. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა მასზე ალაპარაკდებიან?“  „თუ იგი კედელი იქნება,+ მასზე ვერცხლის ქონგურებს დავაშენებთ; მაგრამ თუ კარი იქნება,+ კედრის ფიცრით ჩავკეტავთ“. 10  „მე კედელი ვარ და ჩემი ძუძუები კოშკებივითაა.+ ამიტომაც ვგავარ მის თვალში მშვიდობის მპოვნელს. 11  სოლომონმა მცველებს+ ჩააბარა ვენახი,+ ბაალ-ჰამონში რომ ჰქონდა. თითოეულ მათგანს ათასი ვერცხლი მიჰქონდა მისი ნაყოფის სანაცვლოდ. 12  ჩემი ვენახი მევე მეკუთვნის. შენ ათასი გაქვს, სოლომონ, ნაყოფის მცველებს კი — ორასი“. 13  „ბაღებში+ მცხოვრებო, მეგობრები უსმენენ შენს ხმას. მეც გამაგონე იგი“.+ 14  „გაიქეცი, ჩემო საყვარელო! ქურციკივით და ირემივით იყავი სურნელოვანი მცენარეებით დაფარულ მთებზე“.+

სქოლიოები

ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
სიტყვასიტყვით — განსაკუთრებული ერთგულება.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.