1 თესალონიკელები 1:1—10

1  პავლე, სილვანუსი+ და ტიმოთე+ თესალონიკელთა კრებას, რომელიც ერთობაშია+ ღმერთთან, მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან: წყალობა თქვენ და მშვიდობა.+  ღმერთს ყოველთვის ვმადლობთ, როცა ლოცვებში გიხსენიებთ ყველა თქვენგანს,+  რადგან ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები,+ სიყვარულით შრომა და მოთმინება, რაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იმედის+ წყალობით გაქვთ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე.  ვიცით, ღვთისთვის საყვარელო ძმებო, რომ მან თქვენ აგირჩიათ,+  რადგან სასიხარულო ცნობა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ, თქვენ შორის გამოჩნდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ძალით,+ წმინდა სულითა და სრული დამაჯერებლობით.+ თავადაც იცით, როგორები გავხდით თქვენთვის თქვენ სასარგებლოდ.+  თქვენ ჩვენი და უფლის+ მომბაძველები+ გახდით, რადგან დიდ გასაჭირში+ მიიღეთ სიტყვა წმინდა სულის სიხარულით.+  ასე რომ, მაკედონიასა და აქაიაში ყველა მორწმუნისთვის მაგალითი გახდით.  თქვენგან იეჰოვას სიტყვა+ მხოლოდ მაკედონიასა და აქაიაში კი არ გაისმა, არამედ ღვთისადმი თქვენი რწმენა+ ყველგან+ გავრცელდა. ჩვენ აღარაფერი გვაქვს სათქმელი.  ისინი თვითონ ყვებიან, როგორ შემოვედით თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ,+ რათა ცოცხალი+ და ჭეშმარიტი+ ღვთის მონები გამხდარიყავით 10  და დალოდებოდით+ მის ძეს, ვინც ზეციდან+ უნდა მოვიდეს და ვინც მან მკვდრეთით აღადგინა,+ იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის.+

სქოლიოები