1 თესალონიკელები 2:1—20

2  თქვენ ხომ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენს მოსვლას თქვენთან+ უშედეგოდ არ ჩაუვლია,+  რომ მას შემდეგ, რაც ჯერ ფილიპეში+ ვიტანჯეთ+ და შეურაცხგვყვეს+ (როგორც თქვენთვის ცნობილია), ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა+ თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა.  ჩვენი შეგონება მცდარი აზროვნებიდან და უწმინდურებიდან+ არ მომდინარეობს, არც ცბიერებაა მასში,  არამედ როგორც ღმერთმა გამოგვცადა და იმის ღირსად მიგვიჩნია, რომ ჩვენთვის სასიხარულო ცნობა მოენდო,+ ჩვენც ისე ვლაპარაკობთ და ვასიამოვნებთ+ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც იკვლევს ჩვენს გულებს.+  არასოდეს გვილაპარაკია პირფერულად+ (როგორც თქვენთვის ცნობილია) და არც შენიღბული+ სიხარბით.+ ღმერთია მოწმე!  არც დიდება გვიძებნია ადამიანთაგან,+ არც თქვენგან და არც სხვებისგან, თუმცა შეგვეძლო დიდი ხარჯებით+ დაგვემძიმებინეთ, როგორც ქრისტეს მოციქულებს.  პირიქით, გეალერსებოდით, როგორც მეძუძური დედა ევლება+ თავს შვილებს.  სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ+ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც,+ რადგან შეგვიყვარდით.+  რა თქმა უნდა, გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა. დღედაღამ ვმუშაობდით,+ რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი+ და ისე გიქადაგებდით ღვთის სასიხარულო ცნობას. 10  თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც მოწმეა, როგორი ერთგულები, მართლები და უბიწოები+ ვიყავით თქვენ მიმართ, მორწმუნეებო. 11  ამიტომ კარგად იცით, რომ როგორც მამა შვილებს,+ ისე შეგაგონებდით+ თითოეულ თქვენგანს, განუგეშებდით და დამოწმებითაც გიმოწმებდით, 12  რათა კვლავაც იაროთ+ ღვთის ღირსად, რომელიც თავისი სამეფოსა+ და დიდებისკენ მოგიწოდებთ.+ 13  იმისთვისაც განუწყვეტლივ+ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ,+ რომელიც ჩვენგან მოისმინეთ, მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა,+ არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებო.+ 14  ძმებო, თქვენ ჰბაძავთ ღვთის კრებებს, რომლებიც იუდეაშია და ქრისტე იესოსთან ერთობაში, რადგან თქვენც ისევე იტანჯებით+ თქვენს თანამემამულეთა ხელში, როგორც ისინი იტანჯებიან იუდეველთა ხელში, 15  რომლებმაც უფალი იესოც კი მოკლეს,+ წინასწარმეტყველებიც+ დახოცეს და ჩვენც გვდევნიდნენ.+ ისინი არ ასიამოვნებენ ღმერთს და ადამიანების მტრები არიან, 16  ცდილობენ ხელი შეგვიშალონ,+ როცა უცხოტომელებს ველაპარაკებით მათივე გადასარჩენად.+ ამით მუდამ თავიანთი ცოდვების საწყაოს+ ავსებენ, მაგრამ მისმა რისხვამ საბოლოოდ მოაწია მათზე.+ 17  ჩვენ კი, ძმებო, როცა მცირე ხნით დაგშორდით, ფიზიკურად და არა გულით, უფრო მეტად ვცდილობდით და დიდი სურვილი გვქონდა, თქვენი სახეები გვეხილა.+ 18  ამიტომ გვინდოდა თქვენთან მოსვლა, განსაკუთრებით მე, პავლეს, პირველადაც და მეორედაც, მაგრამ სატანა გზაზე გვეღობებოდა. 19  რა არის ჩვენი იმედი, სიხარული და ლხენის გვირგვინი+ ჩვენი უფლის იესოს წინაშე იმ დროს, როცა მოსული იქნება*? განა თქვენ არა?+ 20  დიახ, თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.