1 თესალონიკელები 3:1—13
3 ამიტომ, რადგან მეტის ატანა აღარ შეგვეძლო, ვარჩიეთ, ათენში+ მარტო დავრჩენილიყავით
2 და გამოვგზავნეთ ტიმოთე,+ ჩვენი ძმა და ღვთის მსახური ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობისა,+ რომ განემტკიცებინეთ და ენუგეშებინეთ თქვენი რწმენის გასაძლიერებლად,
3 რათა არავინ გამხდარიყო მერყევი ამ გასაჭირის+ გამო. თქვენ თვითონ იცით, რომ ამისთვის ვართ განწესებულნი.+
4 თანაც თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით,+ რომ გასაჭირში+ ჩავცვივდებოდით, რაც მოხდა კიდეც და თქვენთვისაც ცნობილია.+
5 ამიტომ, როცა მეტის ატანა აღარ შემეძლო, გამოვგზავნე, რომ თქვენი ერთგულების+ ამბავი შემეტყო, მაცდურმა+ ხომ არ გაცდუნათ როგორღაც და ფუჭად ხომ არ ჩაიარა ჩვენმა შრომამ.+
6 ახლახან ტიმოთე მოვიდა თქვენგან+ და გვახარა თქვენი ერთგულებისა და სიყვარულის+ ამბავი და ისიც, რომ ყოველთვის კარგად გვიხსენებთ და გენატრებით, ისევე როგორც ჩვენ.+
7 ამიტომ, ძმებო, თქვენით, თქვენი ერთგულებით ვინუგეშეთ+ ყოველ ჩვენს საჭიროებასა და გასაჭირში.+
8 ახლა იმით ვცოცხლობთ, რომ მტკიცედ დგახართ უფალში.+
9 როგორი მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთისა თქვენ გამო და იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ+ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე,
10 როცა დღედაღამ განსაკუთრებულად ვლოცულობთ,+ რომ ვიხილოთ თქვენი სახეები და შევავსოთ ის, რაც თქვენს რწმენას აკლია!+
11 დაე, თვით ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ+ წარგვიმართონ გზა თქვენკენ!
12 გაზარდოს+ უფალმა თქვენში სიყვარული,+ დიახ, აგავსოთ მისით ერთმანეთისა და ყველას მიმართ ისე, როგორც ჩვენ ვართ თქვენ მიმართ,
13 რათა თქვენი გულები განამტკიცოს და უბიწო გახადოს+ სიწმინდეში ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე იმ დროს,+ როცა ჩვენი უფალი იესო მოსული იქნება* ყველა თავის წმინდასთან ერთად.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.